ამას დეჟავუც აღარ ჰქვია - ისევ ქუსლი, ისევ მონოი და მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა რიკიში ტოჩინოშინმა დღეს, 25 სექტემბერს, აკი ბაშოზე მე-13 ბრძოლა გამართა და სამწუხაროდ, დამარცხდა, რაც ავტომატურად კაჩი-კოშის გაფორმებას ნიშნავდა.

თუმცა საინტერესო ბრძოლის მიმდინარეობა გახლდათ. ზუსტად ასეთი ბრძოლა გამართა სულ ცოტა ხნის წინ, თუმცა იმ დაპირისპირებაში ქართველმა გაიმარჯვა.

გიოჯიმ გამარჯვება ტოჩის მიანიჭა, თუმცა მონოი შედგა და ერთხმად გადაწყვიტეს, რომ კირიბაიამაც დაცემამდე ტოჩიმ ქუსლი ტავარას მიღმა გადადგა...

ქართველისთვის ეს მე-8 მარცხი იყო და როგორც აღვნიშნეთ, უარყოფითი ბალანსი უკვე გაიფორმა. თუ დარჩენილ 2 დაპირისპირებას მოიგებს, რეიტინგში მინიმალური ადგილით დაქვეითდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
გუშინ როგორც ვთქვი ისე მოხდა სამწუხაროდ. ისევ კეფიდან დაქაჩვა და მარცხი. ვბრაზდები ტოჩიზე. უტვინოდ მოსდის ძალიან. დროზე ისწავლის ჭკუას იმედია.
4
არც უნახავთ ქუსლით შეეხო თუ არა
ზიზ
19:18 25-09-2020
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული