ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოს მე-8 საშეჯიბრო დღეს მეისეის დაუპირისპირდა და მეტოქე ჰატატიკომის ილეთით დაამარცხა.
ტოჩიმ მიმდინარე ბაშოზე უკვე მე-5 გამარჯვება მოიპოვა და ბოლო დღეების ასპარეზობით ძველი ტოჩინოშინი გაგვახსენა: ძლიერი, აგრესიული, გამარჯვებაზე მომართული.
ხვალ ლევანის მეტოქე რიუდენი იქნება.