ჰაცუ ბაშოს მე-5 საშეჯიბრო დღეს ქართველი რიკიში ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე, ოძეკი ასანოიამას დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, დამარცხდა.
ტოჩიმ ასანოიამას წინააღმდეგ ჰენკა კი გააკეთა, თუმცა ოძეკი ამ ფანდს მომზადებული დახვდა და ქართველი დოჰიოს მიღმა იორიკირის ილეთით გადაიყვანა.
ლევანს 5 დღის შემდეგ 3 მარცხი და 2 გამარჯვება აქვს. ხვალ, 15 იანვარს, ტოჩი კიდევ ერთ ოძეკი შოდაის დაუპირისპირდება.