ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი იანვრის ბაშოს მე-8 საშეჯიბრო დღეს სეკივაკე ტაკანოშოს დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.
ტაკანოშომ ჭკვიანურ ჰენკას მიმართა, გაიწია და გვერიდად დაეჯახა ლევანს, რაც უკეთესი პოზიციის მისაღებად საკმარისი იყო, შემდეგ კი ძლიერი ბიძგით გაიმარჯვა კიდეც.
ტოჩისთვის ეს მარცხი ბაშოზე მე-6 იყო. ქართველს 2 გამარჯვება აქვს და ხვალ მე-7 მაეგაშირა მეისეის შეხვდება.