ტოჩინოშინი დამარცხდა, დადებითი ბალანსისთვის ყველა შეხვედრის მოგებაა საჭირო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 19 იანვარს, ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძემ) იანვრის ბაშოს მორიგი შეხვედრა გამართა. მისი მეტოქე ტაკაიასუ გახლდათ, რომელიც ზემოხსენებულ ტურნირზე კარგად ასპარეზობს. ამ შეხვედრამდე მის ანგარიშზე 5 გამარჯვება და 4 მარცხი გახლდათ. 

დღევანდელ შეხვედრაში მეტოქემ ლევანს აჯობა. ლევანმა შეჯახების შემდეგ გადამწყვეტი უპირატესობა ვერ მოიპოვა და საბოლოოდ, დოჰიო პირველმა სწორედ მან დატოვა. 

საბოლოოდ, 10 დღის შემდეგ ლევანს მოგება-წაგების ბალანსი 3:7-ზე აქვს. აღსანიშნავია, რომ იანვრის ბაშოზე დარჩენილია 5 დღე და ქართველს დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ყველა შეხვედრის მოგება სჭირდება. 

მისი მომდევნო მეტოქე მიტაკეუმი იქნება.

altდოჰიოზე

ნამდვილი ტოჩი ვიხილეთ - იბრძოლა, იომა, მოიგო [VIDEO]

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული