ტრაგედია - ჰარუ ბაშოზე ტრავმირებული სუმოისტი გარდაიცვალა

AutoSharing Option
სპორტში, მით უფრო ძალისმიერ შერკინებებში იშვიათობას არ წარმოადგენს ტრავმები, მათ შორის არც სუმოშია ტრავმების ნაკლებობა. მით უმეტეს, როცა ძირითადად მძიმეწონოსან სუმოისტებთან გვაქვს საქმე ტრავმა ორმაგადაა მოსალოდნელი, რადგან დაცემისას მძიმეწონოსანი სუმოისტი მთელი ძალით ეხეთქება ფიცარნაგზე.

იაპონიაში მიმდინარე ჰარუ ბაშოზე სანდანმეს დივიზიონის სუმოისტმა, 28 წლის ჰიბიკირიუმ უმძიმესი ტრავმა მიიღო. სპორტსმენი თითქმის ათი წუთი უძრავად იწვა შერკინების ადგილზე და მისთვის დახმარების ხელი არავის გაუწოდებია. არც შეხვედრის ორგანიზატორებს გამოუჩენიათ ინიციატივა მოეწვიათ ექიმი ან სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოეძახათ. ისევ სუმოისტებმა გაიყვანეს ჰიბიკირიუ და სასწრაფო დახმარების მანქანაც
გამოიძახეს.

სუმოისტი დაუყოვნებლივ იქნა კლინიკაში გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდებოდა, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი გაუარესდა, ჩატარებული რეანიმაციული მოქმედებების მიუხედავად, ახალგაზრდა სუმოისტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ოფიციალურად გარდაცვალების მიზეზი ფილტვის თრომბოებოლია გახდა.

წყარო: intermedia

altმეტოქე ლევანს დაეჯახა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა!ტოჩინოშინის ზედიზედ მე-4 გამარჯვება [VIDEO]


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს რომ ჩვენთან მომხდარიყო, რევოლუცია მოხდებოდა!
ეს რომ...
01:34 01-05-2021
4

სიახლეები პოპულარული