ტოჩიმ მეტოქის ჰენკას ვერაფერი დაუპირისპირა

AutoSharing Option
ტოჩინოშინმა იგივე ლევან გორგაძემ სექტემბრის ბაშოს პირველ დღეს გამარჯვებას ორი მარცხი მიაყოლა. ქართველი სუმოისტი ამჯერად მე-13 მაეგაშირა, იაპონელ ცურუგიშოსთან დამარცხდა.

ლევანის მეტოქემ ჰენკა შეასრულა, რაც შეჯახების დროს გვერდზე გაწევას გულისხმობს, ტოჩინოშინმა წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა და ცურუგიშომ იორკირის მეთოდით დოჰიოდან გადაიყვანა.

ტოჩინოშინის (მე-12 მარგაშირა) მომდევნო მეტოქე მე-10 მაეგაშირა მიოგირიუ იქნება.

altტოჩინოშინმა კარგად დაწყებული მარცხით გააგრძელა [VIDEO]


ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ