ტოჩინოშინის ულამაზესი უვატენაგე - ქართველმა შეუძლებელი შეძლო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტოჩინოშინმა, იგივე ლევან გორგაძემ, სექტემბრის აკი ბაშოზე ზედიზედ მე-5 გამარჯვება მოიპოვა - მე-13 მაეგაშირა კაგაიაკი ულამაზესი უვატენაგეთი დაამარცხა.

ქართველი სუმოისტი მეტოქეს ჯერ მოროზაშიშიდან (ხელებით იღლიის ქვეშ შემოვლება) დაუძვრა, ამის შემდეგ კეკაში (ფეხის გამოსმა) სცადა, საბოლოოდ კი დოჰიოზე გააკრა. დაპირისპირება 43 წამს გაგრძელდა.

ლევანის ბალანსი 7:6 გახდა, რაც 2:6-ის შემდეგ თითქოს წარმოუდგენელი ჩანდა. ის ტურნირის დასრულებამდე 2 დღით ადრე კაჩი კოშისთან (დადებითი ბალანსი) ერთ ნაბიჯშია.

ტოჩინოშინის (მე-12 მაეგაშირა) მომდევნო მეტოქე მე-2 მაეგაშირა კირიბაიამა იქნება.

altეს უნდა ნახოთ - ხანგრძლივი ბრძოლა და

ფორმაში შესული ტოჩინოშინი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
რა მაინტერესებს იცით? ამ სუმოისტებმა სპორტული ტრიკოები, რომ ჩიცვან და ისე იასპარეზონ, არ შეიძლება? უბრალოდ მოშიშვლებული უკანალები, ცუდი სანახავია.
????????
24 სექტემბერი 2021 17:48
25
ამ კომენტარზე გამოხმაურების მიხედვით დამოდის, რომ მხოლოდ ერთი. რადგან ერთია უარყოფითიკერძოდ 5:27წთ-ზე.
ლევანი
24 სექტემბერი 2021 17:27
4
მებრძოლი კაცი ხარ, ლევან!
მერაბი
24 სექტემბერი 2021 15:35
0
სად პოულობს ძალებს,უკვე აღარ მესმის!ნამდვილი მებრძოლია,ლევანი.
სოსო
24 სექტემბერი 2021 14:13
0
ის დაბრუნდა! :) წარმატებები!!! მუხლის პრობლემა რომ არა, უფრო მეტსაც შეძლებდა. ალბათ სუმოს ძალიან მკაცრი წესები აქვს, რადგან მუხლის მკურნალობას ვერ ასწრებს.
რატი
24 სექტემბერი 2021 12:52
0
აქ ერთი ორი რჩევას აძლევდა წადი სახლშიო გუშინდელი და დღევანდელი იყო კლასი
ნოდო
24 სექტემბერი 2021 12:39
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული