ჰაცუ ბაშოს მე-7 დღეს მე-15 მაეგაშირა ტოჩინოშინი მე-10 მაეგაშირა მიუგირიუს დაუპირისპირდა და დაამარცხა.
შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, სუმოისტები ერთმანეთს მაგრად დაეჯახნენ, თავდაპირველად უპირატესობა იაპონელმა მოიპოვა, თუმცა გორგაძემ ქამრის აღება მოახეხრა და შემდეგ მოწინააღმდეგე დოჰიოს კიდესაც მიაბჯინა, მთავარი დრამატული მომენტი აქ შედგა, ქართველი მეტოქეს მაგრად აწვებოდა, რა დროსაც მიუგირიუმ ბრუნი შეასრულა და ლევანი დოჰიოდან გადავარდა, თუმცა აზიელმა ათლეტმა ქუსლი პირველმა დადო და გამარჯვებაც "ტოჩიმ" მოიპოვა.
ამრიგად, 7 დღის შემდეგ ჩვენებურს 3 მოგება და 4 მარცხი აქვს, შემდეგ შეხვედრას კი მე-11 მაეგაშირა ტერუცუოშის წინააღმდეგ გამართავს.