დრამატული შეხვედრა! ტოჩი დოჰიოდან გადავარდა, თუმცა მაინც გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჰაცუ ბაშოს მე-7 დღეს მე-15 მაეგაშირა ტოჩინოშინი მე-10 მაეგაშირა მიუგირიუს დაუპირისპირდა და დაამარცხა.

შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, სუმოისტები ერთმანეთს მაგრად დაეჯახნენ, თავდაპირველად უპირატესობა იაპონელმა მოიპოვა, თუმცა გორგაძემ ქამრის აღება მოახეხრა და შემდეგ მოწინააღმდეგე დოჰიოს კიდესაც მიაბჯინა, მთავარი დრამატული მომენტი აქ შედგა, ქართველი მეტოქეს მაგრად აწვებოდა, რა დროსაც მიუგირიუმ ბრუნი შეასრულა და ლევანი დოჰიოდან გადავარდა, თუმცა აზიელმა ათლეტმა ქუსლი პირველმა დადო და გამარჯვებაც "ტოჩიმ" მოიპოვა.

ამრიგად, 7 დღის შემდეგ ჩვენებურს 3 მოგება და 4 მარცხი აქვს, შემდეგ შეხვედრას კი მე-11 მაეგაშირა ტერუცუოშის
წინააღმდეგ გამართავს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ტოჩინოშინმა გადაიყვანა იაპონელი დოჰიოდან და გაჩერდა, რომ იაპონელს ტრავმა არ მიეღო. იაპონელმა კი საზიზღარი საქციელი ჩაიდინა.
ქ. გ.
15 იანვარი 2022 14:28
2
ცივილიზებულმა მსოფლიომ ეს საზიზღარი "სპორტი", სპოტსმენის ჯანმრთელობის გამანადგურებელი, ღირსების დამაზიანებელი რაღაც უმსგავსობა უნდა აკრძალოს! მარტო ის რად ღირს, რომ ეს ე.წ. ბაშო არის იატაკის დონიდან ამაღლებული, რომ გადმოვარდნილი ეს 200 კილოგრამიანი "ათლეტი" სადღაც უნდა გადაიჩეხოს?! გაგიგით ასეთი რამე? ბარემ მაგ ბაშოს თხრილი შემოავლონ, წყალში ნიანგები გაუშვან და როცა ერთი "სპორტსმენი" მეორეს ბაშოდან იმ თხრილში გადააგდებს, იქ ნიანგებმა დაგლიჯონ. ასე უფრო თვალსასეირო იქნება!
aburjga
15 იანვარი 2022 12:15
16
აუცილებლად მიწერეთ იაპონიის მთავრობას!
ნუგზარი
15 იანვარი 2022 18:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული