ტოჩინოშინი დოჰიოდან გადავარდა და გულშემატკივრებს დაახტა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, ჰაცუ ბაშოს მე-9 დღეს, მე-15 მაეგაშირა ტოჩინოშინი მე-14 მაეგაშირა კოტონავოკას დაუპირისპირდა და დამარცხდა.

სუმოისტები ერთმანეთს ძლიერად დაეჯახნენ, თუმცა მეტოქემ გვაჯობა და კიდეს მიგვაბჯინა. გამარჯვებისთვის ერთადერთი შანსი ცრუ მანევრი (უკან გადახტომა და მეტოქის ინერციით წაქცევა) იყო, ლევანმა სცადა კიდევაც, თუმცა დოჰიოდან გულშემატკივრებს დაეცა. საბედნიეროდ, ეპიზოდმა ტრავმის გარეშე ჩაიარა.

ამრიგად, გორგაძეს 4 მოგება და 5 წაგება აქვს, მე-10 დღეს კი მისი მეტოქე მე-3 ჯიურიო შოჰოზანი იქნება. ეს ათლეტები ერთმანეთს 24-ჯერ შეხვდნენ და ქართველმა 16-ჯერ გაიმარჯვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული