მაისის ბაშოს მე-7 დღეს ტოჩინოშინი კოტოეკოს დაუპირისპირდა და დაამარცხა.
შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, უპირატესობას მოწინააღმდეგე ფლობდა, თითქოს და ქართველი მარცხისთვის განწირული იყო, თუმცა გორგაძემ ქამარი აიღო და მეტოქე დოჰიოს გარეთ გადაიყვანა.
ამრიგად, ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ, ქართველმა ფორმა აკრიფა და მიყოლებით 4 გამარჯვება მოიპოვა, მე-8 საშეჯიბრო დღეს კი ურას შეხვდება.