კიდევ ერთი გამარჯვება და დადებითი ბალანსი! "ტოჩი" დაფრინავს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მაისის ბაშოს მე-12 დღეს ტოჩინოშინი მიოგირიუს დაუპირისპირდა და საკმაოდ მარტივადაც დაამარცხა.

სუმოისტები ერთმანეთს მაგრად დაეჯახნენ, ქართველმა გოლიათმა ძალის ხარჯზე უპირატესობა მოიპოვა და მოწინააღმდეგე დოჰიოდან დიდი ძალისხმევის გარეშე გადაიყვანა.

ამრიგად, 12 საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევანს 8 მოგება და 4 მარცხი აქვს. მომდევნო შეხვედრას კირიბაიამას წინააღმდეგ ჩაატარებს.

უფრო და უფრო დასანანი ხდება ბაშოს სტარტზე განცდილი 3 მარცხი. ვინ იცის, პირველივე დღიდან მსგავს ფორმაში რომ ყოფილიყო, რა შედეგზე გავიდოდა... აღსანიშნავია დადებითი ბალანსიც!

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
ტოჩინოძილა შეუჩერებელია! :) წარმატებები!
რატი
19 მაისი 2022 16:12
1
თავიდან რომ მოეგო ყველა ეხლაბგაცილებით ძლიერ მეტოქეებს შეახვედრებდნენ
სხვა
19 მაისი 2022 13:43
0
ოღონდ არ გაჩერდე ტოჩი....მაქსიმუმი დადე!!!
mirosan
19 მაისი 2022 12:52
0
გამარჯობა, გიორგი! სატურნირო მდგომარეობაზეც, რომ დაგეწერა ორი სიტყვა კარგი იქნებოდა.
ქომაგი
19 მაისი 2022 12:46
0
ერთს აქვს 10 გამარჯვება,ტაკანოშოს და ის,ლიდერია.9 გამარჯვება აქვს იოკოძუნა ტერუნოფუძის და კიდევ მგონი ორ სუმოისტს.8 გამარჯვება კიდევ უფრო მეტს ექნება,ცხადია.
სოსო
19 მაისი 2022 13:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული