მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებები ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა დაასახელეს 21-26 აგვისტოს პარიზში გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობები.

იმ ტურნირში თავდაპირველად ბერძენ-რომაელები იჭიდავებენ - 22-23 აგვისტოს. ჩვენებურთა მთავარი მწვრთნელი ბექა როყვა ძირითადად კარტოზია-ბალავაძის ტურნირის შედეგებს კი დაეყრდნო, თუმცა გუნდში ერთი სიახლეცაა: 59 კილოგრამში ლერი აბულაძის ნაცვლად ლაშა მარიამიძე იჭიდავებს. აბულაძე წლეულს ახალგაზრდულ ნაკრებშიც გამოდიოდა, სადაც ბოლო ერთ თვეში ევროპაზეც იჭიდავა (თან ჩემპიონიც გახდა) და მსოფლიოზეც. თან პლანეტის პირველობაზე ათიოდე დღის წინ გამოვიდა, წონას ისედაც ბევრს იკლებს და ამჯერად დაასვენეს.

ამ
გუნდს 80 კილოგრამში დაუბრუნდა ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილიც, თუმცა ამას სიახლეს ვერ დავარქმევთ, რადგან ევროპირველობის მედალოსნებს მსოფლიოზე წასვლა გარანტირებული ჰქონდათ. აქ პრობლემას მხოლოდ ის წარმოადგენდა, შეძლებდა თუ ვერა ოპერაციის შემდგომ ფორმის აღდგენას თავად სპორტსმენი, რაც, საბედნიეროდ, შეძლო.

აქვე გეტყვით, რომ ამ გუნდში მსოფლიოზე იჭიდავებს ევროპისა და ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძეც, თუმცა ის ჩვეული 66-ის ნაცვლად 71-ში გამოვა, რადგან ამ წონაში გაიმარჯვა კარტოზიას მემორიალზე.

ევრპირველობის მედალოსნებს მსოფლიოზე წასვლა იმთავითვე დაუბევა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემაც, დანარჩენ ოთხ წონაში კი ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირის შედეგებს დაეყრდნო.

იანტბელიძე პარიზში საბრძოლო შემადგენლობით მიდის: ევროპის სამგზის, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61), ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი გენო პეტრიაშვილი (125), ევროპის ფინალისტი ბექა ლომთაძე (57), ბრინჯაოს მედალოსანი ზურაბ იაკობიშვილი (65) და სხვები.

ამჟამად ორივე ნაკრები დასკვნით შეკრებას გადის: ბერძენ-რომაელები ბორჯომში ვარჯიშობენ და 19 აგვისტოს დილით მიფრინავენ პარიზში, "თავისუფლები" კი დუშეთში ემზადებიან და 24-ში გაფრინდებიან.

ბერძნულ-რომაული ნაკრები
59 კგ. ლაშა მარიამიძე (თბილისი)
66 კგ. გოგა გოგიბერაშვილი (სამტრედია)
71 კგ. შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)
75 კგ. მინდია წულუკიძე (აჭარა)
80 კგ. ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)
85 კგ. რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)
98 კგ. რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი)
130 კგ. ლევან არაბული (მცხეთა)

თავისუფალი სტილის ნაკრები
57 კგ. ბექა ლომთაძე (ქუთაისი)
61 კგ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი)
65 კგ. ზურაბ იაკობიშვილი (ყვარელი)
70 კგ. ზურაბ ერბოწონაშვილი (საგარეჯო)
74 კგ. ჯუმბერ ყველაშვილი (გორი)
86 კგ. დავით ხუციშვილი (საგარეჯო)
97 კგ. ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)
125 კგ. გენო პეტრიაშვილი (გორი)
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლომთაძე მსოფლიოს ვიცე ჩემპიონიცაა
ბიჭიკო ნოზაძე
08:28 15-08-2017
0
ლომთაძე მსოფლიოს ვიცეჩემპიონიცაა.
ბიჭიკო ნოზაძე
09:40 15-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული