მსოფლიოს ჩემპიონატი: რას იზამენ ლადო და გენო?

AutoSharing Option
დღეს, 25 აგვისტოს, პარიზში მსოფლიოს ჩემპიონატში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.

ჯერ მხოლოდ ოთხი წონის წარმომადგენლები იჭიდავებენ, თუმცა ჩვენთვის ყველაზე საინტერესო სწორედ დღევანდელი წონებია, რადგან გუნდის მთავარი ლიდერები - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) და გენო პეტრიაშვილი (125) ჭიდაობენ. თუმცა დანარჩენი ორი მონაწილის - ბექა ლომთაძის (57) და დავით ხუციშვილის (86) გამოსვლაც არანაკლებ საინტერესოა.

შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. გულშემატკივარს ჩემპიონატის ლაივ-სთრიმით ნახვა ამ ბმულზე შეუძლია.

57 კგ
ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონ ლომთაძეს ნამდვილად არ ერგო იოლი ლუკმა - საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქ სულეიმან ატლის
ხვდება. მასთან გამარჯვების შემთხვევაში ჩვენებური მონღოლთა მსოფლიოს პრიზიორს, ქართველებისთვის, უპირველესად კი, ხინჩეგაშვილისთვის კარგად ნაცნობ ბეკბაიარ ერდენებატსა და ყირგიზ ულუკბეკ ჟოლდოშბეკოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ლომთაძეს არც ამათ გარეშე აკლია სოლიდური კონკურენტები: რუსი ზაურ უგუევი და რუმინელი ანდრეი დუკოვი, ბულგარელი ვლადიმერ დუბოვი, შედარებით უცნობებზე კი არაფერს ვამბობთ.

ბადის ამავე მხარესაა იტალიაში გადასული გივი დავიდოვი, ხოლო ესპანეთის სახელით მოჭიდავე ლევან მეტრეველი მეორე მხარეს მოხვდა.

61 კგ
ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი განთესილებში ვერ მოხვდა, რადგან ამ წონაში ახალი გადმოსულია და დიდი ტურნირებიდან ჯერ მხოლოდ ევროპის პირველობა მოიგო. თუმცა მისმა კონკურენტებმა იკითხონ, თორემ ჩვენებურს ამით ბევრი არაფერი აკლდება.

განუთესაობის მიუხედავად, ხინჩეგაშვილს პირველივე წრეში, საკვალიფიკაციო ეტაპზე, ალბათ, ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მეტოქე ერგო - კრისტიან ეტპისონ ნიკოლესკუ პალაუდან, თუმცა მაინც რთულ ბადეში მოხვდა: ამერიკელთა მსოფლიოს ჩემპიონი ლოგან ჯეფრი სტიბერი, რუსი ჰაჯიმურად გაჯიდოვი, რუსეთიდან თურქეთში გადასული ტუვინი, ევროპის სამგზის ჩემპიონი და მისი მუდმივი კონკურენტი ჩინგისხან ერდოღანი (ოპან სატი), მოლდოვიდან რუმინეთში გადაბარგებული ევროპის ორგზის გამარჯვებული ივან გუიდეა, თუმცა იოლი მეტოქეები არც ბელორუსი ჰუსეინ შახბანაუ, მონღოლი ტუვშინტულგა ტუმენბილეგი და ინდოელი ჰარპჰოოლ ჰარპჰოოლი იქნებიან.

ერთი შეღავათი ისაა, რომ რუსისა და ამერიკელის გზები მერვედფინალში იკვეთება და ხინჩეგაშვილს სწორედ ამათში მოგებული ხვდება მეოთხედფინალში, მანამდე კი პალაუელთან მოგების შემდეგ ქართველის მეტოქე შახბანაუსა და ტუმენბილეგს შორის უძლიერესი იქნება.

ჩვენებურს ფინალამდე ასცდა აზერბაიჯანელთა მსოფლიოს ორგზის და ევროპის გამარჯვებული, ოლიმპიური პრიზიორი ჰაჯი ალიევი.

86 კგ
ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი დავით ხუციშვილი საკვალიფიკაციო ეტაპზე ისვენებს, პირველ მეტოქედ კი კანადელი ჯორდან სტეენი ერგო. სამაგიეროდ, მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ელოდება აზერბაიჯანელთა ნატურალიზებული რუსი, ევროპის ბოლო ორი პირველობის ფინალისტი კირილ გოსტიევი (მანამდე ის ყირგიზს ხვდება, ვისთანაც, წესით, პრობლემები არ უნდა შეექმნას).

ბადის ამავე მხარესაა რუსი ვლადისლავ ვალიევი, თურქთა ნატურალიზებული ინგუში, ევროპის წლევანდელი პირველობის მესამეპრიზიორი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ფინალისტი სელიმ იაშარი (კოლოი კორტოევი) და ქვედა წონიდან ამონაცვლებული ირანელთა ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ფინალისტი და წლევანდელი ისლამიადის გამარჯვებული ჰასან იაზდანი ჩარატი.

125 კგ
ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს და ოლიმპიური მესამეპრიზიორი გენო პეტრიაშვილი განთესილია და წინდაწინვე იყო ცნობილი, რომ ფინალამდე არ ხვდებოდა მთავარ კონკურენტს, თურქთა ოლიმპიურ ჩემპიონს, ევროპის ხუთგზის და მსოფლიოს ორგზის გამარჯვებულ ტაჰა აკგულს.

ქართველი ათლეტი საკვალიფიკაციო ეტაპზეც ისვენებს, მისი პირველი მეტოქე კი რუსთა ჩეჩენი ანზორ ხიზრიევისა და ინდოელი სუმიტ სუმიტის პაექრობაში გაირკვევა.

ბადის ამავე მხარესაა ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი ლევან ბერიანიძე სომხეთიდან - მათი გზები მეოთხედფინალში იკვეთება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
სილკ უნივერსალი მარტო ფინალურ ბლოკს აჩვენებს, მესამე ადგილისთვის და ფინალისთვის ბრძოლას, ისიც საშინელ ხარისხში. ამ ბმულზე კი მთელი ჩემპიონატის ყურება შეიძლება, პირველი ტურიდან დაწყებული ფინალით დამთავრებული.
ელდარ კვერნაძე
25 აგვისტო 2017 15:48
1
გილოცავთ ყველას გენოს ოფროს მედალს!!!! ბა ვინმეს კიდევ აქვს სურვილი გენოს არაჩვეულებრივი გამარჯვების მერე შვებულებაზე, პლიაჯზე და ქალებზე ილაპარაკოს?
Sophie
26 აგვისტო 2017 12:07
0
შე კაი კაცო, მძლივს ქართული არხი აჩვენებს მსოფლიო ჩემპიონატს ლაივში, პირველად ხდება ასეთი სიკეთე და ამ ბმულების დადებას არ გირჩევნია მიუთითო და დაწერო, რომ სილკ უნივერსალზე, ღია და უფასო არხზე იყო და იქნება პირდაპირი რეპორტაჟები? ბოღმა კლავს!
karqi raa
25 აგვისტო 2017 11:09
2
რომელ საათზე გავა სილკზე? ფინალური
zvio
25 აგვისტო 2017 16:44
0
bmuli ar uchvenebs, ra shveba petrishvili gagvagebinet, chartet rame sxva
jimi
25 აგვისტო 2017 16:53
0
ვერ ვუყურებ და რა ხდება მითხარითთ
zvio
25 აგვისტო 2017 16:45
0
ladosgan ar velodebodit tagebas, ramxela tavi hkonda im upatronos, nagazs hgavda.
mushni
25 აგვისტო 2017 15:51
0
რას იზამენ და ეტყობათ აგერ ბატონო შვებულება პლიაჟზე და ქალებში აქვთ გატარებული:))) კვახებივით გორავენ ტატამზე:))
levo
25 აგვისტო 2017 15:45
1
Am bmulze livs rogor uyuro ver gavige dadevit saitze livi
Lasha
25 აგვისტო 2017 11:40
0

სიახლეები პოპულარული