მსოფლიოს ჩემპიონატი: პეტრიაშვილი ოქროსთვის, ხინჩეგაშვილი ბრინჯაოსთვის

AutoSharing Option
პარიზში დღეს დაწყებულ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ სტილში, საქართველოს ნაკრებს თითო ოქროსა და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს. პლანეტის ჩემპიონობისთვის მძიმე წონაში გენო პეტრიაშვილი იბრძვის, ბრინჯაოსთვის კი - 61 კგ-ში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 სთ-დან დაიწყება და გულშემატკივარს შეხვედრების ლაივ-სთრიმით ნახვა ამ ბმულზე შეუძლია.

პეტრიაშვილმა ნახევარფინალში სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძეს დიდი უპირატესობით სძლია, მანამდე კი კანადელი კორეი ჯარვისი და რუსი ანზორ ხიზრიევი დაამარცხა იოლად. ფინალში გენოს მეტოქე სახელოვანი თურქი ტახა აკგული იქნება.

1/4-ფინალში რუს გაჯიმურად რაშიდოვთან
დათმო შეხვედრა ხინჩეგაშვილმა, რომელიც ახალ წონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად გამოდის. მანამდე კი ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ორი შეხვედრა იოლად მოიგო. ლადომ რეპეშაჟში ამერიკელ ჯეფრი სტიებერს დამაჯერებლად მოუგო, მედლისთვის კი თურქ ჩინგისხან ერდოღანს დაუპირისპირდება.

დღეს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში თამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან დღეს ასევე იასპარეზეს 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძემ და 86-ში - დავით ხუციშვილმა. ლომთაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია, ხუციშვილმა კი სასტარტო შეხვედრის მოგების შემდეგ, 1/8-ფინალში წააგო.
მკითხველის კომენტარები / 14 /
მოწინააღმდეგე ძალიან ძლიერია, მაგრამ დაიმახსოვრეთ---დღეს გენოს დღეა! ის ყველაფერს გააკეთებს რომ სამშობლო ასახელოს.
gori 2
18:34 25-08-2017
0
ორი ოქრო კარგი იქნებოდა, მაგრამ ოქრო-ბრინჯაოც არ არის ურიგო...
gori 2
18:38 25-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული