იაკობიშვილი ოს და დაღესტნელ მეტოქეებზე: ეს მიუღებელი იყო

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონმა თავისუფალ სტილით ჭიდაობაში ზურაბ იაკობიშვილმა დაჯილდოების დროს მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გადაცემა "სპორტის დაფაში" გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ დაჯილდოების დროს უსიამოვნო ფაქტი მოხდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იაკობიშვილი პოლონეთის ნაკრების წევრს, წარმოშობით დაღესტნელ მაგომედმურად გაჯიევს დაუპირისპირდა და 3:1 მოუგო, ხოლო ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელი, წარმოშობით ოსი ალან გოგაევი დაამარცხა.

დაჯილდოების დროს, საქართველოს ჰიმნის გაჟღერების შემდეგ გაჯიევი და გოგაევი კვარცხლბეკიდან ჩამოვიდნენ და იაკობიშვილთან ფოტოს გადაღება არ ისურვეს. კვარცხლბეკზე მხოლოდ კუბელი ვალდეს ტობიერა დარჩა.

"ჩემთვის ეს საქციელი მიუღებელი იყო და ვერ მივხვდი, რატომ მოიქცნენ
ასე. პირველ ადგილზე მე ვიდექი, ვიყავი ჩემპიონის ამპლუაში და ჩემთვის დიდს არაფერს ნიშნავდა, რომ არ გადაიღეს სურათი", - თქვა იაკობიშვილმა.

აღნიშნულ თემაზე ასევე კომენტარი გააკეთა გენო პეტრიაშვილმაც, რომელიც ასევე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა პარიზში გამართულ ტურნირზე.

"მე მგონი, ისეთი შეხვედრები მოუგო ზურამ, რომ გულნატკენები იყვნენ და გაიპარნენ".

- ოსმა და დაღესტნელმა მოჭიდავეებმა ზურაბ იაკობიშვილთან ფოტოს გადაღება არ ისურვეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 11 /
მაგათ,მგონი ჩვენის სპორტსმენის პირველი ადგილი უფრო გაუტყდათ ,ვიდრე სურათის გადაღება!
როგორ აკადრეს ,რომ გააგორა ქართველმა და ბეჭზე დასცა?!გენაცვალე მარჯვენაში,რატო სიფათები არ მიუნგრიე?!:DDD
niania
16:53 30-08-2017
0
რა ვიცი, მეგობარო ზოგიერთმა ქართველმა სპორცმენმა საერთოდ ხმა არ ამოიღო და გაიყურსა. გენომ კი როგორც ვოვისმინე არაერთხელ დააფიქსირა ამის შესახებ თავისი აზრი... ჰოდა გამიხარდა...
ჯალალედინმა თქვა - ქართველებს ერთი პირი რომ ქონდეთ ქვეყნიერებას დაიპყრობდნენო...
ამიტომ გავაჟღერე თხოვნა ერთმანეთს ამოუდექით მეთქი მხარში, მარტო სპორცმენები კი არა საერთოდ ქართველები... კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა, ვფიქრობ არაფერი დასაძრახი არავისთვის არაფერი მიკადრებია
AZZURRI-s Lanasgan
15:40 30-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული