25 ნოემბერს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23–წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ ბუდგოშჩში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვა – ოქრო და ბრინჯაო.
როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემპიონატზე პირველობა არავის დაუთმო უფროსებს შორის მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა და რიოს ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა გენო პეტრიაშვილმა. ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალში რუსების დაღესტნელი ფალავანი მაგომედამინ დიბიროვი 3:42 წუთში დაამარცხა – 11–0. იქამდე გენომ სამივე მეტოქეს ძირითად დროში აშკარა უპირატესობით სძლია.
ბრინჯაო ირაკლი მწითურმა
დღესვე ჩემპიონატზე რამაზ თურმანიძემ (57) და შოთა ფარტენაძემაც (61) იასპარეზეს, თუმცა გამოსვლა უმედლოდ დაასრულეს.
კვირას, 26 ნოემბერს მედლები დარჩენილ წონებში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან ივერიკო ჯულაყიძე (65), მირზა სხულუხია (70), ავთანდილ კენჭაძე (74) და გივი მაჭარაშვილი (97) იასპარეზებენ.
LELO.GE