თ/ჭ. მსოფლიოს 23–წლამდელთა ჩემპიონატი: პეტრიაშვილის ოქრო, მწითურის ბრინჯაო

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23–წლამდელთა ნაკრებმა ბუდგოშჩში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

25 ნოემბერს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 23–წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ ბუდგოშჩში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი მედალი მოიპოვა – ოქრო და ბრინჯაო.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემპიონატზე პირველობა არავის დაუთმო უფროსებს შორის მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა და რიოს ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა გენო პეტრიაშვილმა. ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალში რუსების დაღესტნელი ფალავანი მაგომედამინ დიბიროვი 3:42 წუთში დაამარცხა – 11–0. იქამდე გენომ სამივე მეტოქეს ძირითად დროში აშკარა უპირატესობით სძლია.

ბრინჯაო ირაკლი მწითურმა
(86 კგ) დაისაკუთრა, რომელმაც მედლისათვის შეხვედრაში კუბელ ლაზარო დენიელ ერნანდესს აჯობა – 6:1.

დღესვე ჩემპიონატზე რამაზ თურმანიძემ (57) და შოთა ფარტენაძემაც (61) იასპარეზეს, თუმცა გამოსვლა უმედლოდ დაასრულეს.

კვირას, 26 ნოემბერს მედლები დარჩენილ წონებში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებიდან ივერიკო ჯულაყიძე (65), მირზა სხულუხია (70), ავთანდილ კენჭაძე (74) და გივი მაჭარაშვილი (97) იასპარეზებენ.

LELO.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
გენო მაგარი კაცი ხარ!!!!! მადლობა ჩვენი გახარებისთვის!!!! უფალი წყალობა არ მოგკლებოდეს.
zaza
17:12 26-11-2017
0
გენო გილოცავ სულ წარმატების გზით გევლოს. ადმინისტრაციას ვთხოვ რაც შეიძლება ბევრი ვწეროთ ამ ბიჭებზე. ჭიდაობა ჩვენი სპორტია!!!!!!!!!!
gurami
17:25 26-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული