ქართველი "თავისუფლების" შეხვედრები 2017 წლის TOP 3-ში მოხვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა 2017 წელს თავისუფალ ჭიდაობაში ჩატარებული სამი საუკეთესო შეხვედრა გამოავლინა. მათ შორის ორი ქართველი, გენო პეტრიაშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მოხვდა.

2017 წელს გამართულ თავისუფალი სტილით ჭიდაობის სამ მთავარ დაპირისპირებაში ოთხი ოლიმპიური ჩემპიონი მონაწილეობდა, რომლებსაც ერთად აღებულს 8 მსოფლიო ჩემპიონატი აქვთ მოგებული.

3. 61კგ ევროპის ჩემპიონატის ფინალი: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქ) - ახმედ ჩაკაევი (რუს)

2016 წლის რიოს ოლიმპიური ჩემპიონი, ქართველი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რუს ახმედ ჩაკაევს დაუპირისპირდა.

რუსმა თავიდან ხუთქულიანი გდება გააკეთა, თუმცა ხინჩეგაშვილმა საბოლოოდ მაინც მოიგო შეხვედრა
ანგარიშით 10:9.

2. 125კგ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი: გენო პეტრიაშვილი (საქ) - ტაჰა აკგული (თურ)

ქართველი გენო პეტრიაშვილი ორგზის მსოფლიოს და ერთგზის ოლიმპიურ ჩემპიონ, თურქ ტოჰა აკგულის წინააღმდეგ შეხვედრის დასაწყისში 4:0-ს აგებდა.

თუმცა შემდეგ წინ გავიდა - 8:4. თურქმა მაინც გაათანაბრა, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე 25 წამით ადრე 2-ქულიანმა გდებამ გენოს პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი მოუტანა.

1. 97კგ წონით კატეგორია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი: კაილ სნაიდერი(აშშ) - აბდულრაშიდ სადულაევი

ეს ფინალი შეგვეძლო თავიდანვე გვეწინასწარმეტყველა. ორივე მოჭიდავეს ორჯერ აქვს მსოფლიო ჩემპიონატი მოგებული და ერთხელაც ოლიმპიური ოქრო.

გარდა პირადი დაპირისპირებისა, ეს შეხვედრა გუნდურის მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ამერიკასაც და რუსეთსაც გუნდურ ჩათვლაში აქამდე 53 ქულა ჰქონდათ.

საბოლოოდ გამარჯვება სნაიდერს დარჩა და ამერიკამ პირველი გუნდური ტიტული მოიპოვა 1995 წლის შემდეგ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაიხარეთ ქართველებო საამაყო გორელებით,მსოფლიოში სამი საუკეთესოდან ორი გორელია!!!
გენუკა
23:22 04-01-2018
0
ფრედერიკი თუ სნაიდერი?
giorgi
15:01 04-01-2018
0

სიახლეები პოპულარული