ლადო ხინჩეგაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა ინდოეთის ლიგა გამარჯვებით დაიწყეს

AutoSharing Option
9 იანვარს დელიში დაიწყო ინდოეთის მორიგი საკლუბო ჩემპიონატი - პრო-ლიგა, რომელშიც ორი ქართველი ჭიდაობს.

მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპისა და ოლიმპიადის მედალოსანი გენო პეტრიაშვილი (125) რომ მოქმედმა ჩემპიონმა "პენჯაბ როიალსმა" შეიძინა აუქციონზე, უკვე გაცნობეთ, ბოლო დღეებში კი ევროპის სამგზის, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალისტმა "ჰარიანა ჰამერსმა" შეიძინა, ოღონდ - ვაჟთა საერთაშორისო კვოტით და ისიც 57 კილოგრამში.

ჩვენებურს 65-ში კი სურდა გამოსვლა, მაგრამ ამ წონაში ლეგიონერთა კვოტა შევსებული იყო და რაკი 57-ში გამოჩნდა კვოტა, დათანხმდა იქ გამოსვლას.

ჩვენებურთა კლუბებმა უკვე ჩაატარეს
თითო შეხვედრა და ქართველებმა პირადი ორთაბრძოლები მოიგეს, თუმცა პენჯაბელებმა წააგეს.

"ჰარიანა ჰამერსმა" ტექნიკური ქულებით 5:2 დაამარცხა "ვეერ მარათასი", თუმცა დაგროვილი ქულებით წაგებულმა აჯობა მოგებულს: 36:35. ხინჩეგაშვილი ინდოელ შარვან შარვანს შეხვდა და 7:3 მოუგო. პირველი პერიოდი ფრედ დასრულდა - 2:2, მეორეში კი ქართველმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა: 5:1.

პენჯაბელებმა "უპ დანგალთან" 3:4 (33:40) წააგეს. პეტრიაშვილი აზერბაიჯანელთა დაღესტნელ მსოფლიოს ფინალისტ ჯამალედდინ მაგომედოვს შეხვდა და პირველი პერიოდი 0:1 დათმო. სამაგიეროდ, მეორეში მიუჩინა ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი და 4:2, ჯამში კი 4:3 მოიგო.

მეორე შეხვედრას "ჰარიანა" დღეს გამართავს "დელი სულთანსთან", "პენჯაბ როიალსი" კი მაზეგ იასპარეზებს "ვეერ მარათასთან".

წყარო: Lelo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული