16 იანვარს, დელიში ინდოეთის საკლუბო პრო-ლიგის მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. ერთმანეთს ქართველი მსოფლიოს ჩემპიონების, ლადო ხინჩეგაშვილის "არიანა ჰამერსი" და გენო პეტრიაშვილის "პანჯაპ როიალსი" დაუპირისპირდნენ.
საბოლოოდ გამარჯვება მინიმალური ანგარიშით, 4-3 "პანჯაპელებს" დარჩათ, ქართველებმა კი პირად შეხვედრებში მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს.
ხინჩეგაშვილი, რომელიც თავის ოლიმპიურ წონით კატეგორიაში (57 კგ) ასპარეზობს, ინდოელი კალე უტკკარში 11:4 დაამარცხა.
მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა კი 15:0 გაანადგურა ინდოელი სუმიტი.
სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე 6 ქულით დანგალი იმყოფება, მეორე-მესამე ადგილებს კი 4-4 ქულით გორელი ფალავნების "არიანა ჰამერსი" და "პამჯაპი" იყოფენ.
13:16 17-01-2018
ინდოეთის ლიგა: ხინჩეგაშვილმა 11:5 მოიგო, პეტრიაშვილმა 15:0 [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული