ალექსანდრე ჭიკაიძე ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა

AutoSharing Option
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ჭიდაობის ფედერაციაში განუცხადეს, დეკემბერში პრეზიდიუმის სხდომაზე აირჩიეს ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები და მათ შორის ერთ-ერთი იყო ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე თავისუფალი სტილით ჭიდაობის მიმართულებით იმუშავებს.

როგორც ფედერაციაში განმარტავენ, ალექსანდრე ჭიკაიძე ყოფილი მოჭიდავეა და მას საკმაოდ ფართო შეხება აქვს აღნიშნულ სპორტის სახეობასთან.

როგორც ფედერაციაში აცხადებენ, ვიცე-პრეზიდენტები შრომით ანაზღაურებას არ იღებენ.

მომზადებულია IPN.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
შსს ხომ ააყვავა და ეხლა მოჭიდავეევს მიხედავს
ტოტტი
17:09 30-01-2018
1
დაავერბოვკებს ბიჭებს ზონდერებად რომ გამოიყენონ არჩევნებზე ))
1

სიახლეები პოპულარული