ჭიდაობა

თავისუფალი

ქართველი "თავისუფლებიდან" ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მხოლოდ ერთი გავიდა

AutoSharing Option
4 მაისს, დაღესტნის ქალაქ კასპიისკში, ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ზურაბ იაკობაშვილი (70) ნახევარფინალში გავიდა.

იაკობაშვილი (70 კგ) რუსების დაღესტნელ ფალავან მაგომედ კურბანალიევს დაეჭიდება. მანამდე ქართველმა სპორტსმენმა სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე ოსი ფალავანი თაიმურაზ სალკაზანოვი 6:2 დაამარცხა.

ნახევარფინალური ბლოკი 18:15 საათიდან განახლდება.

სამწუხაროდ, ნახევარფინალში ვერ გავიდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65), რომელიც დაღესტნელ ფალავან ილიას ბეკბულატოვსთან დამარცხდა. ხინჩეგაშვილმა პირველი შეხვედრა სომეხ ვალოდია ფრანგულიანს 3:0 მოუგო.

ასევე მეოთხედფინალში დამარცხდა ელიზბარ ოდიკაძე (97), რომელმაც რუსეთის წარმომადგენელ ვლადისლავ ბაიცაევთან წააგო. მანამდე ოდიკაძემ მოლდოვეთის სახელით მოასპარეზე ოსი
ფალავანი გიორგი რუბაევი 9:0 დაამარცხა.

ოთარ გოგავამ (57 კგ) დასანანი შეხვედრა დათმო ფრანგ ელ ქუარაქთან ბოლო წამებზე - 3:3, ჯაბა ყველაშვილი (79 კგ) ბელორუს ალი შაბანოვთან დამარცხდა მერვედფინალში - 0:6.