55 კგ-ში ევროპის ვიცე-ჩემპიონი დავით აბდალაძე გახდა, ბრინჯაოს მედლები კი გიორგი გეგელაშვილმა (48), გიორგი ნებუნიშვილმა (80) და სოლომონ მანაშვილმა (110) დაისაკუთრეს.
შეგახსენებთ, რომ პირველ საასპარეზო დღეს საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ამრიგად, სკოპიეში გამართულ კადეტთა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა მოჭიდავეებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს დასაკუთრება შეძლეს, რითაც ქართველები 140 ქულით გუნდურ ჩათვლაში მე-2 ადგილზე გავიდნენ.