ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი თბილისის რესტორანში მოჭიდავეთა ნაკრების ჩხუბმა გააოგნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა, დმიტრი გორდონმა "112 канал"-ზე გამოსვლისას გაიხსენა, რომ გასული წლის ნოემბერში თბილისის ერთ-ერთ რესტორანში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრთა ჩხუბს შეესწრო.

"უცბად დაიწყო მასობრივი, საშინელი ჩხუბი, ასეთი რამ 90-იანი წლების შემდეგ არ მინახავს. დაფრინავდნენ მაგიდები, სკამები, თეფშები, ხალხი, ესენი იყვნენ გამხეცებული მოჭიდავეები, წონიანები, ტემპერამენტი იფრქვეოდა, ჩემმა ქართველმა მეგობრებმა მითხრეს, ეხლა პოლიცია მოვა და ყველაფერი ნორმალურად იქნებაო.

პოლიცია უცბად მოვიდა. ისე სწრაფად არა, როგორც სააკაშვილის დროს. მაშინ მყისიერად მიდიოდნენ. უბრალოდ, სწრაფად. ყველანი გასკვანჩეს და მე დავინახე სახელმწიფოს რეაგირება".
მკითხველის კომენტარები / 14 /
მიშას დროს რომ საქართველოში წესრიგი იყო ამაზე ორი აზრი არ არსებობს.მიშა რომ დარჩენილიყო საქართველოში ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა,სოციალური მდგომარეობა ორჯერ უკეთესი იქნებოდა.პენსია 250 მაინც იქნებოდა,დოლარი 1.7 ლარი.ავტოსტრადა ხაშურამდე ვერ მიიყვანეს ამ უსაქმურებმა.
amaSia saqme
16 ივნისი 2018 17:01
54
უბედურება სწორედ იმაშია, რომ ინფრასტრუქტურა კი, მაგრამ ეკონომიკა აბსოლუტურ ნოლზე იყო. ქვეყანა არსებობდა მხოლოდ საზღვარგარეთიდან ინვესტიციებით. აი ეხლა ვალების დაბრუნების დრო რომ არის, იმიტომაც არის ჩვენი საქმე კატასტროფულად. ის შემოსული ფული ეკონომიკაში უნდა ჩადებულიყო, ნაცები კი მეხუთედს გარე ფასადების გაფორმებაში და გზებში დებდნენ, დანარჩენი "ატკატში" და საკუთარი ჯიბეში მიდიოდა. სხვა არაფერი არ გაკეთებულა. სამწუხაროა, რომ ხალხი ვერ ხვდება ამას, ეს თვითკმაყოფილი ქოცები კი არ ამბობენ მთლიან სიმართლეს სააკაშვილის რეჟიმზე, ხალხის დასაშინებლად "ამუნია" ხომ საჭიროა. და გვაქვს ეს შედეგი.
alexandre
29 ივლისი 2021 10:49
1
ფსიქიატრიულიდანაა დამოქცეული ალბათ
ცოცხზე ნოსტალგიამოძალებულზე
05 ივლისი 2018 07:41
2
ყველა გამოხმაურება
რა შუაში იყო ეხლა სააკაშვილის პოლიციის ხსენება..გვახსოვს ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს რაც იყო მათი პოლიცია.ქურდულიც მათ ქონდათ შეთავსებული და ბესპრიდელსაც აწვებოდნენ.
პაატა
16 ივნისი 2018 15:59
34
ეგ ის ჟურნალისტი არაა, ქართველ ექიმებს 2000 დოლარი აქვთ ხელფასიო, რომ ამტკიცებდა?
giorgi
16 ივნისი 2018 14:00
1
კი ეგაა... ოღონდ მართლა ეგრეა - კვალიფიკაციის მიხედვით.
მაშინ მთავარი რაც ითქვა იყო შემდეგი:
1. ექიმი არ რებს "ლევი" ანაზღაურებას
2. ექიმების ანაზღაურება ხდება მათი კვალიფიკაციისა და დატვირთვის შესაბამისად
3. სისტემა არის (იყო) სამართლიანი
4. ჯანდაცვა როგორც მომსახურების სისტემა მუშაობს (მუშაობდა) გამართულად
ზიზ
22 ივნისი 2018 14:27
0
ყველა ვარიანტში მაინც დადებითად შეფასება გამოუვიდა!
moqalaqe
16 ივნისი 2018 13:49
0
მიშას დროს და ეხლაც წამზომით იჯდა თუ საიდან გაზომა პოლიციის მისვლის სიჩქარე?
WTF
16 ივნისი 2018 13:08
6
აბა რაა.მიშას დროს უფრო რომ იყო რეაგირება არ გახსოვს?ეხლა მიჩმორებულია პატრული!
მიდის დროს
16 ივნისი 2018 13:58
19
ეგ ვინაა ნეტა.ამას ჩხუბი უკვირს თან უკრაინელს.დდ
zaza
16 ივნისი 2018 11:28
1
სააკაშვილის დროს პოლიცია არ მოდიოდა,პოლიცია იყო ყველგან,ტელეფონში,რესტორანში,ქ უჩაში,საწოლებშიც კი.ეხლა რაის პოლიცია,უამრავი შეცდომებით მაგრამ მაინც არის,მაშინ კი იყო ტერორი
euhh
16 ივნისი 2018 11:24
22
მიშას გაპიარება მაგარი იყო.)))
dato
16 ივნისი 2018 11:12
6
აი ჟურნალისტი. მაგარია გორდონი.
პენსიონერი.
16 ივნისი 2018 08:07
27

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული