ჯამბულატ თედეევი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე - არავითარი პოლიტიკა, იქ იყო უბრალოდ ძმობა

AutoSharing Option
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრი ჯამბულატ თედეევი ქართველ სპორტსმენებთან ერთად გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით პირველ არხთან კომენტარს აკეთებს.

„ვითარება მარტივია. ქართველ ბიჭებთან, მოჭიდავეებთან ყოველთვის ახლო მეგობრობა გვაკავშირებდა და ასე იქნება ყოველთვის. არ გვინდა, რომ ჩვენი წმინდა ურთიერთობები პოლიტიკამ ჩააშხამოს. იქ არავითარი პოლიტიკა არ იყო, იქ იყო უბრალოდ ძმობა. არანაირი პოლიტიკა არ შეგვიშლის ხელს, რომ ვიმეგობროთ, ურთიერთობა გვქონდეს და ამ ურთიერთობებს გავუფრთხილდეთ. ნუთუ არ გვეყოფა ნეგატივი, რომელიც არსებობს“, – განუცხადა თედეევმა "პირველ არხს".

სოციალურ ქსელში გავრცელდა
ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ საქართველოს ნაკრების მოჭიდავეები და გუნდის მთავარი მწვრთნელი რუსეთისდროშისფერებიან მაისურში თედეევთან ერთად დგანან. საქართველოს ჭიდაობის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ "პირველ არხთან" საუბრისას დაადასტურა, რომ ფოტოზე თავად არის მოჭიდავეებთან ერთად. იანტბელიძე აცხადებს, რომ ჯამბულატ თედეევი საქართველოშია დაბადებული, მათი მეგობარია და სწორედ მის მხარდასაჭერად ჩაიცვეს აღნიშნული მაისურები.

1tv.ge

altჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი: ჩვენი ბიჭები მაისურებს ჩაიცვამენ თუ არა, ეს არავის საქმე არ არის

მკითხველის კომენტარები / 8 /
თუ აღარ გინდა ნეგატივი მიაფურთხე რუსებს წამოდი პოლიტიკიდან და აღიარე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. აი ეგ იქნება ძმობა!!! და არა ეგ საქციელი რაც გააკეთეს მანდ. შენ ხარ მარიონეტი პოლიტიკოსი .ოკუპანტი პოლიტიკოსის ძმობა არ ვიცი მე. ეს რამე ახალი ხილია?
ვახო
21:10 17-08-2018
1
სურათის გადაღება არანაირი პრობლემა არ არის, პირიქით რაღაც ძაფები იბმება, უბრალოდ რუსეთის ფერებიანი სპორტულები ტეხავს მგონია, რაღაც რომელიღაც ორგანოების მიცემას გავს. რაღაცაში პრდინციპულები უნდა იყვნენ
mamuka
20:20 17-08-2018
3

სიახლეები პოპულარული