ჭიდაობა

თავისუფალი

ახალგაზრდული ოლიმპიადა: ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ოქრო-ვერცხლი

AutoSharing Option
ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ოქროსა და ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

გიორგი ჩხიკვაძე 60 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში ქართველმა ფალავანმა ყირგიზი ელმირბეკ სადიროვი აშარა უპირატესობით 9-0 დაამარცხა.

51 კგ კატეგორიაში გიორგი თოხაძე ფინალში იაპონელ ვატარუ სასაკისთან დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.

ტურნირზე ქართველმა სპორტსმენებმა უკვე 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ