იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ

AutoSharing Option
22 ოქტომბერს, ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ნახევრფინალში ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) დამარცხდნენ.

იაკობიშვილმა ტეიმურაზ სალკაზანოვს და უზბეკ იხტიარ ნავრუზოვს სძლია, ნახევარფინალში  რუსეთის წარმომადგენელთან, მაგომედრასულ გაზიამაგომედოვთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის იჭიდავებს.

ოდიკაძემ ვენესუელელ ხოსე დანიელ დიაზ რობერტის და აზერბაიჯანელ ასლანბეკ ალბოროვს მოუგო,  ნახევარფინალი  ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ  აბდულრაშიდ სადულაევთან (რუსეთი) წააგო და დღეს ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება.

დავით ხუციშვილმა (79 კგ) ანგოლელი ფრანსისკო დე დეუს კადიმა და თურქი აიჰან სუჯუ დაამარცხა, მეოთხედფინალი ამერიკელ კაილ დუგლას
დეიკთან წააგო, სანუგეშო რაუნდში გერმანელ მარტინ ობსტს 10:0 მოუგო და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ახმედ გაჯიმაგომედოვთან (რუსეთი) დამარცხდა.

დავით მარსაგიშვილმა (92 კგ) რეპეშაჟში მოლდოველ ნიკოლაი ჩებანს 8:0 სძლია, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი ირანელ ალირეზა მოჰამად კარიმიმაჩიანისთან დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს წუთია ოდიკაძემ სუფთა(!) გამარჯვებით მოიპოვა ბრინჯაოს მედალი,ბრინჯაო აიღო აშკარა უპირატესობით იაკობიშვილმაც.გილოცავთ.მაგრათ იჭიდავეს ბიჭებმა.
სოსო
23 ოქტომბერი 2018 21:00
0
მარსაგა და ხუციშვილის წაგება ეს იყო შოკი და შეუფერებეილი ქართული ჭიდაობისთვის ასე წაგება არ ვიცი რას ნიშნავს ნაკრები გენოს და ლადოს გარდა გადასახალისებელია
soso
23 ოქტომბერი 2018 14:30
0
ზურაზე ძალიან გული დამწყდა, შეეძლო თავისუფლად გამხდარიყო ჩემპიონი! და რაც მთავარია უნდა შეიცვალოს წესი თუ პირველ გაფრთხილებას აძლევენ შენ მოწინააღმდეგეს მერე აუცილებლათ მოგცემენ შენ, არა აქვს მნიშვნელობა შეგიტევს თუ არა მოწინააღმდეგე ამას კარგათ იყენებენ პატარა ქვეყნების წინააღმდეგ! ვინც უყურა დამეთანხმება ეტყობა რომ ზურა იმ რუსზე გაცილებით კარგათ ჭიდაობდა!
gulshematkivari
23 ოქტომბერი 2018 12:05
0
ნაკრები გადასახალისებელია აუცილებლად, ზოგიერტების დრო წავიდა, ახლებს უნდა მიეცეს შანსი, მარსაგიშვილმა და ხუციშვილმა როგორც წააგეს ქართველი მოჭიდავე ეგრე არ უნდა აგებდეს.არც ბრინჯაოა დიდი მიღწევა ჩვენთვის, ისიც სათუოა.
a
23 ოქტომბერი 2018 09:19
0

სიახლეები პოპულარული