U23. კენჭაძე და მაჭარაშვილი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუქარესტში მსოფლიო პირველობაზე 23 წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ნიკა კენჭაძე (79 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ჩემპიონები გახდნენ.

კენჭაძემ ფინალში რუსეთის წარმომადგენელი გაჯი ნაბიევი 3:0 დაამარცხა. მან გადამწყვეტ ბრძოლამდე ბულგარელ ენგინ რაშიდ ისმაილს, რუმინელ ომარაშხაბ ნაჟმუდინოვს და იაპონელ იაჯურო იამასაკის მოუგო.

მაჭარაშვილმა ფინალში ამერიკელ კოლინ მურს 10:0 სძლია. აღსანიშნავია, რომ მან ოთხივე მოწინააღმდეგე 10:0 დაამარცხა: მურის გარდა ჩინელი ჩაოქიან იანგი, ინდოელი კარანდეპ სინგჰ ნაჰალი და ირანელი ალი ხალილ შაბანიბენგარი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
გილოცავთ ბიჭებო კითხვის ნიშანიც არ დასმულა თქვენს ჩემპიონობაზე! 2-წელში ოლიმპიური ჩემპიონობა მომელოცოს!
lolo
18 ნოემბერი 2018 12:40
0
თქვენ გენაცვალეთ ლომებო
Zaza
18 ნოემბერი 2018 10:24
0
თქვენ შემოგევლეთ ბიჭეებო,სულ გამარჯვებით გევლოთ ამ ქვეყანაზე!!!
დათიკო48
18 ნოემბერი 2018 10:12
0

სიახლეები პოპულარული