ლუკა კურტანიძე: არავის მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ჭიდაობის ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში

AutoSharing Option
მე არავის მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ჭიდაობის ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში, - ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ ვაკის ფალავანთა კლუბთან განაცხადა, სადაც ჭიდაობის ფედერაციის დაკავებული პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის მხარდასაჭერად აქცია იმართება.

მისი განცხადებით, წელს ოლიმპიური ლიცენზიები თამაშდება, მომავალ წელს ოლიმპიადაა და ამიტომ ეს პროცესი მალე უნდა დასრულდეს.

"პირველ რიგში, მე, როგორც მსოფლიო ჩემპიონი, გეუბნებით, რომ ეს არის არასასიამოვნო სიტუაცია სპორტსმენებისთვის, რომლებმაც სამშობლოსთვის უნდა იბრძოლონ. მოჭიდავეები დავსხდებით და ვისაუბრებთ. წელს ოლიმპიური ლიცენზიები თამაშდება, მომავალ წელს
ოლიმპიადაა და გვინდა, რომ ეს მალე დასრულდეს. როდესაც დამთავრდება პროცედურები, გეგაც და ყველანი ერთად მივიღებთ ღირსეულ გადაწყვეტილებას. დათუნაშვილმაც დააფიქსირა, რომ არავის დასჯა არ სურს, უბრალოდ საერთო ენა უნდა გამოვნახოთ. მე არავის არ მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში", - განაცხადა კურტანიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას გულისხმობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება”, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

altჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დაკავებულია [VIDEO]

altმონტაჟის გარეშე - ლადო ხინჩეგაშვილის კომენტარი ჭიდაობის სკანდალთან დაკავშირებით [VIDEO]

altმოჭიდავეები პოლიციის სამმართველოსთან გეგა გეგეშიძის დაპატიმრების გასაპროტესტებლად იკრიბებიან

altმოწმე - ჩხუბი იყო, ინციდენტში მონაწილეობდა გეგა გეგეშიძე, რაღაც ეჭირა ხელში, მაგრამ...

მომზადებულია IPN.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 14 /
და შენ ვინ ხარ??? ხალხს ყველაფერი ახსოვს მათ შორის შენი ბიოგრაფიაც. წარსულიც და აწმყოც!
დათო
24 იანვარი 2019 00:52
0
ეს არიკო პრეზიდენტობიდაან ძალიტ რო გადააგდეს? კვერცხები როდაუშინა ვეტერანმა მოჯიდავეებმა...არგინდა რა ეხლა სახარების კიტხვა...არანაკლები მოძალადე იკავი შენც...
თერგი
24 იანვარი 2019 00:02
0
ლუკას მხოლოდ ტელევიზიით ვიცნობ და პატივისცემის გრძნობა მაქვს მის მიმართ, მაგრამ ამ შერიგების უკან თუ პრობლემების მიჩუმათებაა მაშინ გადაესმება ხაზი წარსულში მის მიერ ჩადენილ ყველა სწორ ნაბიჯს.
zviadi
23 იანვარი 2019 23:15
0
მშვენივრად თქვეს რაცააა,სათქმელი ბატონმა gio მ და megrem.მაფიოზები გყავთ ჭიდაობის ფედერაციაში.სათავეში.ვისაც გინდათ ააღზევებენ,ვისაც უნდათ დაძირავენ.რააა?ვერ ხვდებით?ჯერ იაპონიაში ჩხუბი,მერე საქართველოს ჩემპიონატებზე ამხელა ბრახაბრუხი ყველგან.რააა ვის ადებილებთ?ოჯახში უნდა გაირკვესო.ოჯახში თქვენი გაარკვიეთ.ხალხის შემოსავალზე ნუ დააჯექით ტკიპებივით...გატკბა არააა??
Giguha
23 იანვარი 2019 20:49
0
გასაოცარი რამე ხდება რაა...პრეზიდენტმა გაქანებულ ტურნირზე გამოვიდა და სპორცმენი მონაწილე დაჭრა ცივი იარაღით..და იკრიბებიან სპორცმენები რომ არ დაიჭირონ?და რა მნიშვნელობა აქვს ვინ დააშავებს დამნაშავე უნდა დაისაჯოს.რას იკრიბებით ბიჭო თქვენ საქმეს მიხედეთ რაა.დამნაშავეა აბა რა არის.
Gio
23 იანვარი 2019 18:49
0
იცით რა მაინტერესებს? ამათ ავტონომიური რესპუბლიკა ხომარ შეუქმნიათ? მოჭიდავეთა ავტონომიური რესპუბლიკა სადაც თავისი კონსტიტუცია და კანონებით ცხოვრობენ და ცენტრალური ხელისუფლების და საქართველოს მოსახლეობის ჩარევას მათ საქმეებში მიუღებლად თვლიან და პირიქით იმუქრებიან რომ არავის მათ საქმეებში არ ჩარევენ. ამათ უკვე მართლა ზედმეტი მოსდით და ეს იმის ბრალია წინა მთავრობები რომ ზონდერებათ იყენებდა ამათ და შემდეგ ყველაფრის უფლებას აძლევდნენ ეხლა იმიტომ გავიდნენ სულ თავზე, დროა თავისი ადგილი მიუჩინონ და გააგებინონ რომ არანაირი განსაკუთრებული კასტა არც მოჭიდავეებია და არც ძიუდოისტები რომ მათზე საქართველოს კონსტიტუცია და კანონები რომარ მოქმედებდეს და არც ერთი მათგანი არც ერთი სხვა სპორტის სახეობის სპორცმენზე მაღლა არ დგას და ცოტა ჭკუას მოუხმონ და რაც ევალებათ იმით დაკავდნენ თორემ არამგონია მარტო გეგეშიძის ადგილის მეტი არ იყოს საპყრობილეებში
megre
23 იანვარი 2019 18:35
0
ხულიგანმა "ფედერაციის თავმჯდომარემ'ცივი იარაღით დაჭრა სპორტსმენი და ამას ლიცენზიებთან რა საერთო აქვს.მოძალადე გეგეშიძეს თუ დაიჭერენ ლიცენზიებს ვეღარ აიღებენ?.ამდენი უტვინო საიდან შეიკრებენ ოცნებაში.
უსინდისოების ბანდა
23 იანვარი 2019 18:28
2
ეს ჰკუას გვარიგებს კიდევ ამან ვეტერანი მოჰიდავე ცემა ამ არაკაცმა.
bajo
23 იანვარი 2019 18:21
2
კურტანიძის ამ კომენტარით თუ ვიმსჯელებთ, კი, არაკაცია. და საერთოდ - ყველა, ვინც ამ სიტუაციაში გეგეშიძეს რამენაირად ამართლებს, არაკაცობაზე სერიოზული პრეტენდენტია
მიჩინიო
24 იანვარი 2019 07:49
0
ეს არის არაკაცი და შენ ხარ კაცი შე კლავიატურის ჭიავ?!
კაცუნას
23 იანვარი 2019 18:53
13
იცით რა მაინტერესებს? ამათ ავტონომიური რესპუბლიკა ხომარ შეუქმნიათ? მოჭიდავეთა ავტონომიური რესპუბლიკა სადაც თავისი კონსტიტუცია და კანონებით ცხოვრობენ და ცენტრალური ხელისუფლების და საქართველოს მოსახლეობის ჩარევას მათ საქმეებში მიუღებლად თვლიან და პირიქით იმუქრებიან რომ არავის მათ საქმეებში არ ჩარევენ. ამათ უკვე მართლა ზედმეტი მოსდით და ეს იმის ბრალია წინა მთავრობები რომ ზონდერებათ იყენებდა ამათ და შემდეგ ყველაფრის უფლებას აძლევდნენ ეხლა იმიტომ გავიდნენ სულ თავზე, დროა თავისი ადგილი მიუჩინონ და გააგებინონ რომ არანაირი განსაკუთრებული კასტა არც მოჭიდავეებია და არც ძიუდოისტები რომ მათზე საქართველოს კონსტიტუცია და კანონები რომარ მოქმედებდეს და არც ერთი მათგანი არც ერთი სხვა სპორტის სახეობის სპორცმენზე მაღლა არ დგას და ცოტა ჭკუას მოუხმონ და რაც ევალებათ იმით დაკავდნენ თორემ არამგონია მარტო გეგეშიძის ადგილის მეტი არ იყოს საპყრობილეებში
megre
23 იანვარი 2019 18:19
0
ამ კომენტარის მერეც ვერ ხვდებით ვისგან მოდის პროცესის აჟიტირება?
mdaa
23 იანვარი 2019 17:13
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული