დავით მარსაგიშვილი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია

AutoSharing Option
31 იანვარს, ნიუ-დელიში დასრულდება ინდოეთის საკლუბო ლიგის, "Pro Wrestling League"-ის მეოთხე სეზონი, სადაც ევროპის 2-გზის ჩემპიონის და ოლიმპიური პრიზიორის, დავით მარსაგიშვილის "პანჯაპ როიალსი" ფინალში "არიანა ჰამერსს" შეხვდება.

მარსაგიშვილმა, რომელიც 86 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს (დაშვება +3კგ), ფინალამდე ექვსი შეხვედრა ჩაატარა და ექვსივე გამარჯვებით დაასრულა. ინდოელი მეტოქეები პუნია 10-2, პრავეენი 12-0 და დიპაკი აშკარა უპირატესობით 10-0 დაამარცხა, "არიანა ჰამერსის" წევრ ბელორუსების დაღესტნელ ფალავან ალი შაბანოვს კი 7-4 მოუგო.

ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, ისევე, როგორც ნახევარფინალში, პანჯაპელებმა ირაკლი მწითურის და გიორგი საკანდელიძის
"დანგალი" 5-4 დაამარცხეს, პირად შეხვედრაში კი მარსაგიშვილმა მწითურთან ორივეჯერ იმარჯვა 5-0 და 4-2. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ჩემპიონატის 92 კგ-ის ფინალში მწითურმა ბოლო წამებზე შეძლო მარსაგიშვილის დამარცხება.

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადმა საკლუბო ჩემპიონატმა სტარტი 14 იანვარს აიღო და დღეს დასრულდება. "პანჯაპ როიალსი" კი ზედიზედ მეორედ შეეცდება ჩემპიონობის მოპოვებას. შეგახსენებთ, რომ შარშან სწორედ "პანჯაპის" შემადგენლობაში ქართველი მსოფლიოს ჩემპიონები გენო პეტრიაშვილი და ზურაბ იაკობიშვილი გახდნენ გამარჯვებულები, უფრო ადრე კი ამ კლუბის ღირსებას ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი იცავდა.

ინდოეთის პრო-ლიგამ (Pro Wrestling League) თავიდანვე მიიქცია ყურადღება თავისი ვარსკვლავრი შემადგენლობით. ორგანიზატორებმა ტიტულოვანი სპორტსმენების ყურადღება მაღალი ჰონორარებით მიიქციეს, რომელიც ბევრად აღემატებოდა ირანის და გერმანიის ანალოგიურ საკლუბო ჩემპიონატებს.

altსაქართველოს თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა ნაკრები საფრანგეთში საერთაშორისო გრან-პრიზე მიემგზავრება

მომზადებულია ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის Facebook-გვერდის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული