9-დან 9! ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე ყველა ქართველი მოჭიდავე ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
დღეს, 10 თებერვალს, ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირი დასრულდა, სადაც საქართველოს 23-წლამდე ნაკრებმა 9-კაციანი შემადგენლობით იასპარეზა და 9 ოქროს მედლით დაბრუნდა.

ჩემპიონის ტიტული გუშინ, 9 თებერვალს რობერტ დინგაშვილმა (57 კგ), ედემი ბოლქვაძემ (65 კგ), ივერი ჯულაყიძემ (70 კგ), გიორგი სულავამ (74 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილმა (79 კგ) მოიპოვეს.

დღეს კი ოქროს მედალს ზაურ ბერაძე (86 კგ), ბექა ჭელიძე (97 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ) დაეპატრონენ.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგიდით
გამართულ შეჯიბრზე მონაწილეობა რუსეთის, აშშ-ს, ისრაელის, ინდონეზიის, კოსოვოს, მაკედონიის, მოლდოვას, რუმინეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, ტუნისის, თურქეთის, უკრაინის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, იაპონიის, მასპინძელი ბულგარეთის და საქართველოს გუნდებმა მიიღეს.

alt6 ოქრო ბულგარეთიდან - დინგაშვილი, ბოლქვაძე და სულავა მეორეს დღის გამარჯვებულები

მკითხველის კომენტარები / 9 /
გადადგეს ჭიდაობის ფედერაცია! მოგვჭრეს თავი ევროპის მასშტაბით! არცერთი ოქროს მედალი არ დატოვეს. ყველა საქართველოში ჩამოაბრძანეს. მე ვიცი ასე გაგრძელდება, მთელს მსოფლიოსაც გადაგვკიდებენ! ღმერთო, შენ გვიშველე!!!
თავხედები ესენი!!!
12:39 11-02-2019
1
მეცხრე ვინაა?
Tazo
11:14 11-02-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული