9-დან 9! ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე ყველა ქართველი მოჭიდავე ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
დღეს, 10 თებერვალს, ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირი დასრულდა, სადაც საქართველოს 23-წლამდე ნაკრებმა 9-კაციანი შემადგენლობით იასპარეზა და 9 ოქროს მედლით დაბრუნდა.

ჩემპიონის ტიტული გუშინ, 9 თებერვალს რობერტ დინგაშვილმა (57 კგ), ედემი ბოლქვაძემ (65 კგ), ივერი ჯულაყიძემ (70 კგ), გიორგი სულავამ (74 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილმა (79 კგ) მოიპოვეს.

დღეს კი ოქროს მედალს ზაურ ბერაძე (86 კგ), ბექა ჭელიძე (97 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ) დაეპატრონენ.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგიდით
გამართულ შეჯიბრზე მონაწილეობა რუსეთის, აშშ-ს, ისრაელის, ინდონეზიის, კოსოვოს, მაკედონიის, მოლდოვას, რუმინეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, ტუნისის, თურქეთის, უკრაინის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, იაპონიის, მასპინძელი ბულგარეთის და საქართველოს გუნდებმა მიიღეს.

alt6 ოქრო ბულგარეთიდან - დინგაშვილი, ბოლქვაძე და სულავა მეორეს დღის გამარჯვებულები

მკითხველის კომენტარები / 9 /
გადადგეს ჭიდაობის ფედერაცია! მოგვჭრეს თავი ევროპის მასშტაბით! არცერთი ოქროს მედალი არ დატოვეს. ყველა საქართველოში ჩამოაბრძანეს. მე ვიცი ასე გაგრძელდება, მთელს მსოფლიოსაც გადაგვკიდებენ! ღმერთო, შენ გვიშველე!!!
თავხედები ესენი!!!
11 თებერვალი 2019 12:39
1
მეცხრე ვინაა?
Tazo
11 თებერვალი 2019 11:14
0
გაუჭირდებოდათ
Zaza
10 თებერვალი 2019 23:24
0
შედეგებს დებენ მოჭიდავეები ნაგრამ სახელმწიფოსგაბ მინიმალური ყურადღება და დაფონანსება აქვს ბავშვთა ჭიდაობას. შედეგები კარგია მაგრამ ყურადღება და დაფასება ნოლი.
Gia
10 თებერვალი 2019 22:34
2
სტატიის ავტორის უნიკალური ფრაზა: "გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა".
რას ამბობ კაცო, არ მჯერა!!!
შალვა 73
10 თებერვალი 2019 20:55
2
ყოჩაღ კარგია,მაგრამ ეჭვი ჩნდება ტურნირის ხარისხზე?დავიჯერო ესე მაგრად გავასწარით მთელ ევროპას?იმედია პრესტიჟული ტურნირია და არა რაღაც სოფლის დარბაზში ჩატარებული პირველობა ცხვარზე და ოციანზე.წარმატებები მომავალში.
:-)
10 თებერვალი 2019 20:44
2
სასწაულია პირდაპირ.. პირველ ადგილზე როგორ გავიდოდნენ, როცა სულ რაღაც 9-დან 9 ოქროს მედალი აიღეს? რას არ გაიგებ..
mdaaa!
10 თებერვალი 2019 18:47
1
შეუვსიათ საქართველოს ოქროს მარაგი და ეგაა რა
ქომაგი
10 თებერვალი 2019 18:06
0
წარმატებები ბიჭებო
fifa
10 თებერვალი 2019 17:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული