ირაკლი მწითური ოქროსთვის, ნიკა კენჭაძე კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

AutoSharing Option
ბულგარეთში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირის ფინალში ირაკლი მწითური (92 კგ) გავიდა.

მწითურმა თურქი სულეიმან კარადენიზი 6:1, ამერიკელი რაილ კენტ ლეფევერი 8:1 და თურქი იბრაჰიმ ბოლუკბაში 7:4 დაამარცხა და დღეს ფინალში რუსეთის წარმომადგენელ მაგომედ კურბანოვს დაეჭიდება.

ნიკა კენჭაძე (79 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის იბრძოლებს. მან საფრანგეთის სახელით მოჭიდავე ზელიმხან ხაჯიევი 8:0 და თურქი აიუბ ბარაისი 6:1 დაამარცხა, ნახევარფინალი კი ამერიკელ ალექსანდერ დევიდ დირინგერთან წააგო.

დღესვე სარეიტინგო ტურნირზე წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს 57, 65 და 74 კგ
კატეგორიის ფალავნები გამართავენ. საქართველოს ნაკრებიდან კი ბექა ბუჯიაშვილი, გიორგი ღონიაშვილი (ორივე 57 კგ) და გიორგი რევაზიშვილი (65 კგ) იჭიდავებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული