ქართველმა ფალავნებმა 23-წლამდელთა ევროპირველობაზე 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს

AutoSharing Option
საქართველოს თავისუფალი სტილით 23-წლამდე ნაკრებმა სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 4 მედალი - 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვა.

ევროპის ვიცე-ჩემპიონი ედემი ბოლქვაძე (65 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები რობერტ დინგაშვილმა (57 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილმა (79 კგ) და გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) მოიპოვეს.

პირველი დღის შემდეგ ჩვენი ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილს იკავებს.

10 მარტს, შეჯიბრის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრებს კიდევ 4 მედლის მოპოვების შანსი აქვს, გიორგი სულავა (74 კგ) და ზაურ ბერაძე (86 კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ ხოლო
დემურ მეგენეიშვილი
(92 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ) დამამშვიდებელი წრიდან გააგძელებენ მედლებისათვის ბრძოლას.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათიდან.

მომზადებულია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფეისბუქის გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
23 წლევამდელებმა ევროპის ჩემპიონატზე ერთი ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვეს.
10-დან 6.
13:05 15-03-2019
0
ოქრო არაა ?! ანუ ევროპის ჩემპიონეტზე ?! აბა მსოფლიოზე -რა იქნება ?! - ძ ა ლ ი ა ნ სუსტია ...ფედერაციაში ცვლილებები ხომ არ არის დეოზე საჭირო ?!
გლახუნა
18:04 10-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული