ჭიდაობა

თავისუფალი

ევროპის ჩემპიონატი. თავისუფალი: ელიზბარ ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
8 აპრილს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა, სადაც პირველ დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ხუთი წონითი კატეგორიის ფალავნები გამოვიდნენ.

ელიზბარ ოდიკაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბელორუს ხუშტინს დაეჭიდება. ოდიკაძემ პოლონელ ბარანს 9-5, ბულგარელ ჩტერევს 7-1 და თურქ იაშარლის 2-0 მოუგო.

ნახევარფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება, რომელსაც "სილკ უნივერსალი" პირდაპირ ეთერში აჩვენებს.

სხვა ნახევარფინალური წყვილები ასე გამოიყურება:

57 კგ
გიორგი ვანგელოვი (ბულგარეთი) - სულეიმან ატილი (თურქეთი)
მუსლიმ სადულაევი (რუსეთი) - ანდრე დუკოვი (რუმინეთი)

65 კგ
ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი) -
მაქსიმ საკულტარი (რუმინეთი)
ვასილი შუპტარი (უკრაინა) - კილიჩ სალაიანი (თურქეთი)

70 კგ
მუსტაფა კაია (თურქეთი) - მაგომედმურად გაჯიევი (პოლონეთი)
ნიკოლაე კოიოკარუ (დიდი ბრიტანეთი) - აგაჰუსეინ მუსტაფაევი (აზერბაიჯანი)

79 კგ
აჰმედ გაზიმაგომედოვი (რუსეთი) - ოლექსეი დომანიცკი (უკრაინა)
ანდრე კარპაჩი (ბელორუსი) - ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)

97 კგ
ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო) - ალექსანდრ ჰუშტინი (ბელორუსი)
აბდულრაშიდ სადულაევი (რუსეთი) - მაგომედგაჯი ნუროვი (მაკედონია)

ბულგარელი ვანგელოვის (57 კგ), პოლონელი გაჯიევის (70 კგ) და აზერბაიჯანელი ჰასანოვის (79 კგ) ფინალში გასვლის შემთხვევაში ქართველი ფალავნები ოთარ გოგავა, ზურაბ იაკობიშვილი და ნიკა კენჭაძე დამამშვიდებელი წრიდან გააგრძელებენ ბრინჯაოსთვის ბრძოლას.

სამწუხაროდ, ლადო ხინჩეგაშვილი (65) მედლისთვის ვერ იჭიდავებს. ხინჩეგაშვილმა პირველ შეხვედრაში აშკარა უპირატესობით - 10-0 მოუგო სლოვაკ ჩომანიჩს და 1/8-ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ნაჩინ კუულარსთან დამარცხდა.