პეტრიაშვილმა და ლომთაძემ ევროპირველობაზე ვერცხლის, ხოლო მწითურმა და ავთო კენჭაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
10 აპრილს, რუმინეთში ევროპის ჩემპიონატის თავისუფალი სტილით შეჯიბრის დასკვნით დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) გადამწყვეტი ბრძოლა თურქ ტაჰა აკგულთან 0:7 წააგო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

შეგახსენებთ, პეტრიაშვილმა ბულგარეთის ტურნირზე მუხლის ტრავმა მიიღო და ეტყობა, ბოლომდე არ მოურჩენია. მან ჭიდაობისას რამდენჯერმე მოიკიდა ხელი შეხვეულ მუხლზე.


ბექა ლომთაძე (61 კგ) ფინალში 8:0-ს უგებდა სომეხ არსენ არუთუნიანს, მაგრამ საბოლოოდ 11:17 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ირაკლი მწითურმა (92 კგ)
რუსეთის წარმომადგენელი მაგომედ კურბანოვი ბრძოლის დასრულებამდე 12 წამით ადრე ორქულიან ილეთზე დააგდო - 3:3, ბოლოს აღებული ქულებით გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.


ავთო კენჭაძემ (74 კგ) ბრძოლა დამამშვიდებელი წრიდან გაააგრძელა, ესტონელ აიმარ ანდრუსეს 12:3 მოუგო, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი ადვილად სძლია (12:1) უკრაინელ ვასილი მიხაილოვს და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.


საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
რატომ არ გააპროტესტეს ბოლქვაძეზე 4-ქულიანი ვაი-სეკუნდანტებმა, შეუძლია ვინმეს ახსნას?
kaxa
17:21 11-04-2019
2
აქ ვიღაც ,,კლავიატურის ლომმა'' ბრაზილიისა და ალბანეთის ნაკრებები ახსენა და თან იფილოსოფოსა. თქვენ რაღაც თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანის და ა.შ. ნაკრებები თვალში გეპატარავებათ. მეგობრებო, უდიდესი კონკურენციაა მსოფლიოში. ჩვენი ფალავნები ღირსეულად გამოდიან,ზოგჯერ ერთი მედლით მეტი იქნება,ხან ნაკლები-ეს სპორტია. რაც მთავარია სულ ლიდერებში არიან. იაზროვნეთ პრაგმატულად და სამართლიანად.
ცოტა ,,ლამფას'' დაუწიეთ
17:07 11-04-2019
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული