მინსკი 2019: გივი მაჭარაშვილი ნახევარფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 ივნისს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი (125) მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშების ნახევარფინალში გავიდა.

გივი მაჭარაშვილმა მეოთხედფინალში რუმინელი ჩინტოანი იოლად, ანგარიშით 14:1 დაამარცხა და ევროპული თამაშების ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ჯამალუდინ მაგომედოვს დაეჭიდება.

სამწუხაროდ, ავთო კენჭაძე (74 კგ) პირველივე შეხვედრაში მსოფლიო მოქმედ ჩემპიონ ზაურბეკ სიდაკოვს შეხვდა და 3:5 დათმო შეხვედრა. სანდრო ამინაშვილმა (86 კგ) მეოთხედფინალური შეხვედრა აზერბაიჯანელ გოსტიევთან 2:6 დათმო.

ლაშა ლომთაძემ (57 კგ) თანაბარ ორთაბრძოლაში 2:4 დათმო შეხვედრა სერბეთში გადაბარგებულ ამერიკელ სტივენ მიჩიჩთან.

ნახევარფინალები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. შეხვედრების ხილვა "პირველ
არხზე" შეგიძლიათ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები!
gurami
16:57 25-06-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული