აბდალაძე და კუჭუაშვილი მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
დავით აბდალაძე (60 კგ) და დავით კუჭუაშვილი (71 კგ) მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ.

ქართველი ფალავნების მეტოქეები რუსეთის ნაკრების წევრები იქნებიან - აბდალაძე არიპ აბდულაევს, ხოლო კუჭუაშვილი სოსლან ტიგიევს შეხვდება.

დღესვე, ფინალურ ბლოკში მძიმეწონოსანი გიორგი ჩიხრაძე ფინალში რუსეთის წარმომადგენელ არსამაგ ზასეევს დაეჭიდება, დავით ფაცინაშვილი (65 კგ) კი ბრინჯაოს მედლისათვის იაპონელ რეკას შეხვდება.

wrestling.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული