გიორგი ჩიხრაძემ ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ბულგარეთში მიმდინარე ჭაბუკთა შორის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი ჩიხრაძე (110 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ჩიხრაძე ფინალში რუსეთის წარმომადგენელ არსამაგ ზასეევთან 0:10 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

დავით ფაცინაშვილმა (65 კგ) ბრინჯაოსთვის ბრძოლა იაპონელ რიოსუკე კერასთან 1:3 დათმო.

დავით აბდალაძე (60 კგ) ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელ არიპ აბდულაევთან 0:10 დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

დავით კუჭუაშვილიც (71 კგ) ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელთან, სოსლან ტიგიევთან 0:8 დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გეგეშიძე მე ვარ მამაშენის თაობის. კვირაში ერთხელ მაინც თავისუფლები და კლასიკოსები ავარჯიშე ქართულ ჭიდაობაში.თუ გინდა რომ ბევრი ჩემპიონები გყავდეს.
გივი
11:48 31-07-2019
0
ზასეევი და ტიგიევი არიან ოსები აბდულაევი ლეკი მეოთხე იაპონელია თავმოყვარეობა არა გაქვთ რუგორ აგებთ
gaga
11:34 31-07-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული