ჭიდაობა

თავისუფალი

გიორგი ჩიხრაძემ ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ბულგარეთში მიმდინარე ჭაბუკთა შორის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი ჩიხრაძე (110 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ჩიხრაძე ფინალში რუსეთის წარმომადგენელ არსამაგ ზასეევთან 0:10 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

დავით ფაცინაშვილმა (65 კგ) ბრინჯაოსთვის ბრძოლა იაპონელ რიოსუკე კერასთან 1:3 დათმო.

დავით აბდალაძე (60 კგ) ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელ არიპ აბდულაევთან 0:10 დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

დავით კუჭუაშვილიც (71 კგ) ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელთან, სოსლან ტიგიევთან 0:8 დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.
ასევე დაგაინტერესებთ