ტალინში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, პირველი დღის შემდეგ ხუთიდან ორი ქართველი ფალავანი მედლებისათვის აგრძელებს ბრძოლას.
ბაგრატ გაგნიძემ (79 კგ) ისრაელის წარმომადგენელი კასპეროვიჩი, ალჟირელი ბენფერდიალა და უნგრელი მესტერი დაამარცხა და ფინალში რუსეთის ნაკრების წევრ აჰმად ტაშუხაჯიევს დაეჭიდება.
გიორგი გეგელაშვილი (57 კგ) დამამშვიდებელი წრიდან გააგრძელებს ბრინჯაოსთვის ბრძოლას.
სამწუხაროდ, ამირან ვახტანგიშვილი (65 კგ), ოთარ ბაგაური (70 კგ) და გივი გოგობერიშვილი (97 კგ) მედლების გარეშე დარჩნენ.
13 აგვისტოს, წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს 61, 74, 86, 92 და 125 კგ კატეგორიის
ფალავნები გამართავენ, ესტონურ ხალიჩაზე საქართველოს სახელით კი გოდერძი ძებისაშვილი (61 კგ), გოგა მამიაური (74 კგ), მირიან მაისურაძე (86 კგ), გიორგი ჩანქსელიანი (92 კგ) და ვასილი ხვისტანი (125 კგ) გავლენ.