გენო პეტრიაშვილი და ირაკლი მწითური მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გენო პეტრიაშვილი და ირაკლი მწითური ნახევარფინალში გავიდნენ.

გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) სირიის წარმომადგენელს, აფხაზ ხუტაბას 14:4 მოუგო და ნახევარფინალში უკრაინელ ხოციანივსკის დაეჭიდება. ნახევარფინალში გასვლით გენო პეტრიაშვილმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნაკრებს პირველი ოლიმპიური ლიცენზია მოუტანა.

ირაკლი მწითურმა (92) იაპონელი ტაკუმა ოტსუ 5:0 დაამარცხა და ნახევარფინალში მოქმედ ჩემპიონს, ამერიკელ დენ კოქსს შეხვდება.

ნახევარფინალები 14:45 საათზე დაიწყება, რომლის ხილვა "სილკ უნივერსალზე" შეგიძლიათ.

ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ) მერვედფინალური შეხვედრა რუსეთის ნაკრების წევრ ბაევთან დათმო.

ავთო
კენჭაძემ
(74 კგ) საფრანგეთის წარმომადგენელ ხაჯიევთან შეხვედრა 2:8 დათმო.

70 კგ
დავიდ ბაევი (რუსეთი) - მაგომედმურად გაჯიევი (პოლონეთი)
იონეს ემამიჩოგაეი (ირანი) - ნურკოზა კაიპანოვი (ყაზახეთი)

74 კგ
ფრანკ ჩამიზო (იტალია) - ზელმხან ხაჯიევი (საფრანგეთი)
ზაურბეკ სიდაკოვი (რუსეთი) - ჯორდან ბაროუზი (აშშ)

92 კგ
ირაკლი მწითური (საქართველო) - დენ კოქსი (აშშ)
ალიხან ზუბაიროვი (რუსეთი) - ალირეზა კარიმიმაჩიანი (ირანი)

125 კგ
გენო პეტრიაშვილი (საქართველო) - ოლექსანდრე ხოციანივსკი (უკრაინა)
ტაჰა აკგული (თურქეთი) - ჟივეი დენგი (ჩინეთი)
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ სეპარატისტების ძმაკაცებს და საკუთარი თანაგუნდელის გამრიყავებს ვინმე გულშემატკივრობს?
Niko
20 სექტემბერი 2019 15:46
5
ნიკო შენ კომპიუტერის ლომო ფარდებს უკან მაგარი ხარ ხო? გენოს დონეზე ასახელე შენი ქვეყანა შენ კომპიუტერის ლომო))
(niko-s) guramisgan
20 სექტემბერი 2019 16:09
0
ყოჩაღ ბიჭებო, მაგრამ ავთოსაგან მეტს ველოდით! - სად და როგორ ვუყუროთ წინასწარ შეხვდრებს ?! არის ამის საშუალება ?! გთხოვთ გაგვაგებინოთ.
გლახუნა
20 სექტემბერი 2019 14:42
1
წერე სპორტზე ბ-ნო გლახუნა!!! გაიხარე ჩვენი სპოტსმენების წარმატებით... ბევრად უფრო კომპეტენტურია შენი კომენტარები ამ თემაზე, ვინემ მიხაილოს ქება-დიდება...
tngh
20 სექტემბერი 2019 15:31
0

სიახლეები პოპულარული