ბექა ლომთაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა!

AutoSharing Option
21 სექტემბერს ბექა ლომთაძე (61) მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც რუსეთის წარმომადგენელ იდრისოვს დაეჭიდება.

ნახევარფინალში ლომთაძემ ინდოელ ავარეს 10:6 მოუგო.

ფინალური ბლოკი 22 სექტემბერს 16:00 საათზე დაიწყება.

ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) მეოთხედფინალური შეხვედრა ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონ აზერბაიჯანელ შარიფოვთან დათმო.

სანდრო ამინაშვილმა (86 კგ) უზბებ შაპიევთან 1/16-ფინალური შეხვედრა 3:6 დათმო.

ნიკა კენჭაძემ (79 კგ) კარგად დაიწყო მერვედფინალური შეხვედრა სომეხ გრიგორიანთან, 6:0 დაწინაურდა თუმცა მალევე თავისივე ილეთზე წამოეგო და წმინდად დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქართველებს სამი მედლის მოპოვების შანსი აქვს. მსოფლიოს
მოქმედი ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ყაზახეთის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ თურქ ტახა აკგულს დაეჭიდება.

ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის პოლონელ გაჯიევს, ხოლო ირაკლი მწითური (92 კგ) მასპინძელ ნურგაიპულის შეხვდება

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათიდან დაიწყება, რომლის ხილვა "სილკ უნივერსალზე" შეგიძლიათ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კორუფციის ბუდე მსოფლიო ჭიდაობის ფედერაცია!!
zaza
16:12 21-09-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული