ზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, რომ მსოფლიოზე მეასპარეზა

AutoSharing Option
მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა "ფეისბუქზე" განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ გეგა გეგეშიძის გამო იგი მსოფლიოს ჩემპიონატზე სერბეთის ნაკრების სახელით ვერ გამოვიდა.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში დღეს დასრულდა ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი. საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებებს, განსაკუთრებით კი, თითოეულ ჩემპიონსა და მედალოსანს ვულოცავ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას. ბიჭებს, ვინც უკვე შეძლეს ოლიმპიური ლიცენზიის აღება, ვულოცავ, ხოლო დანარჩენებს ვუსურვებ მომავალში წარმატებას.

მოგეხსენებათ, წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატს ოლიმპიური ლიცენზიების გათამაშების გამო განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა და მეც მთელი წლის განმავლობაში, მიუხედავად პრობლემებისა, განსაკუთრებით ვემზადებოდი. მაისის თვიდან მზადებას
გავდიოდი სერბეთის ნაკრებთან ერთად და სერბული მხარისგან იყო სურვილი და სრული მზაობა, მათი ქვეყნის სახელით მეასპარეზა მსოფლიო ჩემპიონატზე.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმაც წერილობითი თანხმობა მისცა სერბულ მხარეს ჩემი სერბეთის სახელით ასპარეზობაზე, თუმცა აღნიშნული მაინც ვერ მოხერხდა, რადგან ქართული მხარისგან მაინც მოხდა ხელის შეშლა, კერძოდ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, მოეცა ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.

ჩემთვის სამწუხაროა, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პირადი ინტერესების გამო ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მომიწია, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ სპორტულ კარიერას გავაგრძელებ და ჩემი მიზნების ასრულებისთვის ბრძოლის საშუალება კვლავ მომეცემა.

მადლობა ყველას, ვინც ამ ხნის განმავლობაში მგულშემატკივრობდით და ინტერესდებოდით ჩემი მომავლით." - წერია განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 18 /
ვრც წარმოვიდგენდი, თუ ამდენი ადამიანი "დაიბოღმებოდა" 4 ოქროს მედლით. გაგიმარჯოთ და გენაცვალეთ სასახელო ფალავნებო!!! კიდევ ბევრჯერ გაახარეთ საქართველო!!! მერწმუნეთ, თქვენი წარმატებებით გაცილებით მეტმა მოქალაქემ (ათი ათასობით) გაიხარა, ვინემ ეს უშნოდ "ჩასაფრებული" რამოდენიმე ათეულია...
tngh
24 სექტემბერი 2019 12:51
5
ჩემს კომენტარს არასოდეს აქვეყნებთ.
სამწუხაროდ
24 სექტემბერი 2019 06:19
0
გეგეშიძის მხარდამჭერებო მართლაც ჭკუასუსტები და კუნთმაგარები ხართ.
გეგეშიძე მთავრობის ჩვეულებრივი ზონდერია!
მოჭადრაკე
23 სექტემბერი 2019 23:44
3
'ინტრიგანობა' რა შუაშია? კაცი ამბობს სერბეთის სახელით არ გამიშვა საჭიდაოთ ჩემპიონატზეო. წაკითხულიდან აზრის გამოტანა ჭირს? კი ბატონო, 4 ოქრო ავიღეთ რაც ძალაინ კარგია, მაგრამ მაერტო ერთია საოლიმპიადე წონაში. და რამდენი ლიცენზია ავიღეთ, ეს დათვალეთ? საოლიმპიადოს წინა წელია, ნუ გავიწყდებათ.
გიორგი
23 სექტემბერი 2019 17:47
4
ასეთ შედეგს ვერ მიაღწევდნენ ბიჭები ფედერაციაში სამართლიანი და მეგობრული გარემო რომ არ იყოს. შედეგი კი საუკეთესოა, ასეთი დიდი ხანია არ გვქონია. მადლობა მთლიანად ჭიდაობის ოჯახს ამ დიდი სიხარულის მონიჭებისთვის. მთელი საქართველო მოუთმენლად ელოდა ტრანსლაციების დაწყებას ყაზახეთიდან. მრავალჟამიერ! p.s. მადლობა ,,სილქ სპორტს'' რეპორტაჟებისთვის.
ლოგიკა
23 სექტემბერი 2019 16:46
38
ყველა უმადურმა ინტრიგანმა ჭკუა უნდა ისწავლოს. ამ ბიჭებს შენ არ იყავი შეურაცხყოფას რომ აყენებდი?! ასეთები და ისეთები არიანო? ახლა შეცვალე ტონი? ჩასაფრებული იყავი და ჩაგივარდა კოვზი ნაცარში? სახეზეც გეტყობა რა ცბიერიც ხარ! მოჭიდავეებს კი ვულოცავ ოქროსა და ბრინჯაოს მედლებს. გუნდურ მე-3 ადგილს მსოფლიო ჩემპიონატზე! გაიხარეთ!!!
თვალთმაქცი, უმადური.
23 სექტემბერი 2019 16:32
46
ჩვენი ნაკრების ამისთანა წარმატებული გამოსვლის შემდეგ ასეთ სისულელეს არც უნდა აქვეყნებდეთ. ვერ ხვდებით რომ ჩრდილი უნდათ მიაყენონ ჩვენი ბიჭების გამარჯვებას. სპორტული საიტია თუ ჭორბიურო????
sportalls
23 სექტემბერი 2019 16:14
36
მაგ საქციელზე ეტყობა გეგეშიძეს ცამდე მართალი რომაა....აფსუს საქართველო, გეგეშიძის შემცვლელიც კი რომ არ გამოჩნდა, ფუი შენს კაცობას
ნანი
23 სექტემბერი 2019 14:44
11
გეგეშიძე რომ ისევ პრეზიდენტია ყველაფრის შემდეგ, უკვე სირცხვილია!
გიორგი
23 სექტემბერი 2019 13:23
15
ტურნირზე ფედერაციის პრეზიდენტი მოჭიდავეს რომ დაესხმევა თავს, რა მიზეზიც არ უნდა იყოს, უკვე უნდა წასულიყო. თვითონ თუ ვერ ხვდება, სხვებს, აი "მოჭიდავეების ოჯახს" მაინც უნდა ეთქვა, კი ვართ მეგობრები, მაგრამ არ მოსულა ასეთი რამ. ამის მაგივრად რა მოხდა, ფარისევლური ბოდიშის მოხდა და "ერთი ოჯახი ვართ"? მეორე, ადამიანი პოლიტიკურ თამაშებშია შემჩნეული, ზონდერებში, ესეც უკვე სამარცხვინოა, სპორტსმენებმა თავისი საქმე უნდა აკეთონ მთელი ქვეყნის სასახელოდ და არ უნდა გაერიონ სიბინძურეში. მესამე, ამ ადამიანის სახელი არაერთხელ ამოტივტივდა კრიმინალებთან კავშირში, იგივე "რემენას" საზღვარზე გაცილება-გამოცილებაში, როდესაც ჭიკაიძის დაცვის უფროსი იყო. ესეც საკმარისი უნდა ყოფილიყო რომ საერთოდ არ აერჩიათ პრეზიდენტად. ესენი რომ წავლენ, კიდევ რა ფულის ფლანგვა აღმოჩნდება ფედერაციაში მაგასაც ვნახავთ.
ამ ყველაფრის ფონზე წადით ეხლა და მედლები ითვალეთ
გიორგი
24 სექტემბერი 2019 09:45
2
რის, 4 ოქროს მედალის შემდეგ???
Teimurazi
23 სექტემბერი 2019 13:52
29
რას ქვია, უცხო ქვეყნის ნაკრების სახელით იასპარეზოს! არ უნდა მიცენ უფლება. მის აღზრდაზე და მაღალი დონის სპორტსმენად ჩამოყალიბებაზე უამრავი თანხა, ენერგია დაიხარჯა, შემდეგ, ყოველ წარმატებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათეულობით ათას ლარს პრემიის სახით ღებულობდა. ახლა, რაღაცაზე, თუ ვიღაცაზე გაბრაზებული, საზღვარგარეთ გაუშვან და ისევ ქართველებს დაუპირისპირდეს?! ინდივიდუალურად და კლუბების დონეზე სადაც უნდა იქ იჭიდაოს, მაგრამ ეროვნული ნაკრების დონეზე ან საქართველოს სახელით, ან არსად!
ლეკი
23 სექტემბერი 2019 13:00
72
100%-იან სიმართლეს ამბობ. დათუნაშვილს ზედ გადაყვნენ, კარგი მოჭიდავე რომ დამდგარიყო და ქვეყანა ესახელებინა. არაფერი დაუკლიათ, ყველაფერი გაუკეთეს. ამას კიდევ რაღაც არ მოეწონა. მერე რა, თუ ყველაფერი არ მოწონს. მოითმინე, რაღაც დათმე. პატივი პირველ რიგში ქვეყანას უნდა სცე.
ლეკი-ს
23 სექტემბერი 2019 14:19
43

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული