U23. მირზა სხულუხია და ტატო გაფრინდაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
მირზა სხულუხია (70 კგ) და ტატო გაფრინდაშვილი (79 კგ) უნგრეთში დღეს დაწყებული თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ.

სხულუხია უკრაინელ ბორუტას, ხოლო გაფრინდაშვილი თურქ სარის დაეჭიდება. შეხვედრები 21:00 საათზე დაიწყება.

რობერტ დინგაშვილმა (57 კგ) და გივი მაჭარაშვილმა მეოთხედფინალური შეხვედრები დათმეს ირანელ მეტოქეებთან. ირანელების ფინალში გასვლის შემთხვევაში, ქართველი ფალავნები ხვალ ბრინჯაოსთვის გააგრძელებენ ბრძოლას. 65 კგ-ში იაპონელ ტანიამას ფინალში გასვლის შემთხვევაში, ედემი ბოლქვაძე დამამშვიდებელ წრეში გადაერთვება.

მომზადებულია GeoWrestling-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებებეი კაი თაობაა! გივისგან მეტს მოველოდი ცოტა მიემხრენ ირანელს, მაგრამ დიდი ჩემპიონობისთვის რაც გივის შეუძლია ეგ ბარიერი უნდა გადაელახა თავის მსაჯებიანათ! მირზა და ტატოსგან მხოლოთ ოქროს მედლები!
laguna
28 ოქტომბერი 2019 20:08
0

სიახლეები პოპულარული