ჭიდაობა

თავისუფალი

U23. მირზა სხულუხია და ტატო გაფრინდაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
მირზა სხულუხია (70 კგ) და ტატო გაფრინდაშვილი (79 კგ) უნგრეთში დღეს დაწყებული თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ.

სხულუხია უკრაინელ ბორუტას, ხოლო გაფრინდაშვილი თურქ სარის დაეჭიდება. შეხვედრები 21:00 საათზე დაიწყება.

რობერტ დინგაშვილმა (57 კგ) და გივი მაჭარაშვილმა მეოთხედფინალური შეხვედრები დათმეს ირანელ მეტოქეებთან. ირანელების ფინალში გასვლის შემთხვევაში, ქართველი ფალავნები ხვალ ბრინჯაოსთვის გააგრძელებენ ბრძოლას. 65 კგ-ში იაპონელ ტანიამას ფინალში გასვლის შემთხვევაში, ედემი ბოლქვაძე დამამშვიდებელ წრეში გადაერთვება.

მომზადებულია GeoWrestling-ის მიხედვით