U23. მირზა სხულუხია და ტატო გაფრინდაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
ყველანი მოუთმენლად ველოდით დღეს ბუდაპეშტში დაწყებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალებში მირზა სხულუხიასა (70 კგ) და ტატო გაფრინდაშვილის (79 კგ) ბრძოლებს და მათ გულშემატკივრებს იმედი გაუმართლეს.

სხულუხია 2:5-ს აგებდა უკრაინელ ოლეკსი ბორუტასთან და მეოთხედფინალის მსგავად, მეორე პერიოდის ბოლოს შემოატრიალა შეხვედრა. ქუთაისელმა ფალავანმა საბოლოოდ 9:5 დაამარცხა მოწინააღმდეგე და ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ჩერმან ვალიევს შეხვდება.

გაფრინდაშვილმა თურქ რამაზან სარის 10:6 სძლია და ფინალში აზერბაიჯანელ აბუბაკარ აბაკაროვს დაეჭიდება.

ფინალები 29 ოქტომბერს გაიმართება.

რეპეშაჟში ბრძოლას ედემი ბოლქვაძე (65 კგ) და გივი მაჭარაშვილი
(97 კგ) გააგრძელებენ.

ხვალვე ტურნირზე თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ), გიორგი სულავა (74 კგ), ზაურ ბერაძე (86 კგ), დემურ მეგენეიშვილი (92 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ) ჩაერთვებიან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან სასიხარულოა. იქნებ შეხვედრის ჩანაწერი გადმოგიგზავნონ.
emigranti
01:57 29-10-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული