U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი სულავამ თურქი მეტოქე წმინდად დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 ოქტომბერს, ბუდაპეშტში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გიორგი სულავამ (74 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სულავამ პოლონელ რიბიცკის და აზერბაიჯანელ სულეიმანოვს სძლია, ნახევარფინალი რუსეთის წარმომადგენელ ჯამალოვთან წააგო, მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი თურქ ერილმაზს წმინდად მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ბრინჯაოს მედლების მოპოვების შანსი აგრეთვე  დემო მეგენეიშვილსა (92 კგ) და ზურიკო ურთაშვილს (125 კგ) ჰქონდათ, მაგრამ დამარცხდნენ.

ქართველმა ფალავნებმა ტურნირზე 3 მედალი მოიპოვეს - გუშინ ჩემპიონები მირზა სხულუხია (70 კგ) და ტატო გაფრინდაშვილი (79 კგ) გახდნენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
გიორგის სულ თავისუფლათ შეეძლო ოქროს მედლის მოპოვება!ვულოცავთ და მომოვალში მისგან მხოლოთ ოქროს ველოდებით!
gurami
31 ოქტომბერი 2019 00:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული